18

1.6K 82 48
                                    

ალიონზე რაღაცის ჭრიალმა გამაღვიძა. ოთახი ჯერ კიდევ დაბურული იყო.

თვალები მოვიფშვნიტე და გამოვფხიზლდი. წელზე შემოხვეული ყურსასმენი მოვიშორე რომელშიც ჯერ კიდევ ისმოდა ვაჩეს ჩაგდებული მუსიკა. კარგად დამეხმარა დაძინებაში...

ფეხზე წამოვედი და ფანჯრიდან გავიხედე რომლიდანაც დილის სუსხი შემოდიოდა. დავინახე ვაჩე რომელიც ჭიშკარს კეტავდა. მანქანა უკვე გარეთ ეყენა.

დაუფიქრებლად ნეკა თითები პირში მოვიქციე და დავუფსტვინე.

მისი დაბნეული სახე აქეთ იქით ეძებდა ხმაურის პატრონს. როდესაც შემომხედა სახეზე ღიმილი გამოესახა.

-გაგაღვიძე? - ჩვეულებრივი ტემბრით დაიწყო საუბარი. რადგან ყველას ეძინა და გარშემო მხოლოდ ჩიტის ჭიკჭიკი ისმოდა, ადვილად შემეძლო მისი ხმის გაგება, ისე თითქოს გვერდზე მედგა.

-ხო. მაგრამ არაუშავს. - ბოხი ხმით და მომღიმარი სახით ვუპასუხე. - სამსახურში მიდიხარ?

-კი, მამაშენი მიხმობს. - ჩაიცინა.

-მომიკითხე... არა ვაიმე - თავში შემოვირტყი. - არ იცის აქ რო ხარ. არაფერი არ უთხრა.

ვაჩემ ჩაიცინა. ახალ გაღვიძებულის სახე ჰქონდა.  წამოზრდილი თმა მოუვლელად, მაგრამ საყვარლად ასჩეჩვოდა. მომწონდა მისი ამღვერული ლურჯი თვალები როგორ ბზინავდნენ ალიონის მზის შუქებში.

ჩვენი ყურადღება ირაკლიმ მიიქცია, რომელიც სახლიდან ჩქარა გამოვიდა. შუა გზაში მეტლახს რომელიც ბილიკად გვქონდა დაგებული ეზოში, ფეხი წამოკრა და ბარბაცით კინაღამ ძირს გაიშოტა. სიცილი დავიწყე და ცალი ხელით შუბლი მოვისრისე.

ბიჭი გაიჭიმა და ჯერ ვაჩეს გახედა რომელიც თავის ქნევით ჩაჯდა მანქანაში და შემდეგ მე ამომხედა.

-დილამშვიდობისა ჭრიჭინ. - ამომძახა და კეფა მოიქავა უხერხულობით. მისი ქერა თმა მზის გამო ოქროსფრად იწყებდა ბრწყინვას, როგორ რაპუნცელი.

ლუნაNơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ