ეპილოგი

2.9K 119 166
                                    

2018 წელი.

მატარებლის ბოლოში ჩემს ადგილს ვიკავებ. სანამ დავჯდები ჯიბეში ხელს დაფეთებული ვიყოფ და ვამოწმებ ყურსასმენი ხომ მიდევს შიგნით. როდესაც ხელში ნივთი მედება მხრები მიმშვიდდება. ჩანთიდან ჩემს წიგნს ვიღებ და იმ გვერდზე ვშლი სადაც კითხვა გამიწყდა. სანამ მატარებელი დაიძრება და კითხვას დავიწყებდე მგზავრებს თვალს ვავლებ. ყველა ერთმანეთში ლაპარაკობს, ჩურჩულებს ან იცინის. თავს ისევ მარტო ვგრძნობ. თითქოს მხოლოდ მე ვარ ვინც ცალკეა მარტო გამორიყული.

სანიშნეს რომელსაც ზედ მთვარის ფორმა კიდია, წიგნიდან ვიღებ, ერთს ღრმად ვისუნთქავ ჰაერს და კითხვას ვაგრძელებ.

დიდი ხანია ეს ბლოკნოტი არ გადამიშლია. ნეტავ რამდენი წელი გავიდა? ექვსი...

ექვსი გრძელი წელი გავიდა რაც ეს წიგნაკი მაქვს. თუმცა რამდენიმე დღის წინღა გამახსენდა მისი არსებობის შესახებ. მაშინ, როდესაც ჩემოდნების ჩალაგებისას თაროზე მიჩქმალულ ადგილას ვიპოვე. არადა თავიდან ყველგან დამქონდა.

ექვსი წელი...

ბევრი რამ შეიცვალა. მე შევიცვალე. სამყარო გაიზარდა და განვითარდა. აღარაფერია იგივე.

ბოლოს ის აეროპორტში ვნახე. სევდიანი მივაბიჯებდი მარტოდმარტო მოწკრიალებულ მეტლახზე როდესაც მეგობრებმა სიუპრიზი გამიკეთეს. დეა, ირაკლი, ცოტნე და მარიტაც კი აეროპორტში იყვნენ. ყველას საბოლოოდ გამოვემშვიდობე. მასაც. მაგ დღეს ვაკოცეთ ბოლოს. მის მერე მისი მხოლოდ ერთი შავი მაისური და ეს ბლოკნოტი შემრჩა. აჰ... კიდევ ტატუ ჩემს კისერზე. რომელმაც მრავალი პრობლემა გამოიწვია სამსახურის შოვნაში დრესკოდებიდან გამომდინარე. მიუხედავად ამ ყველაფრისა, სინანულის შეგრძნება არასოდეს მქონია.

ვაღიარებ. არსებობდა მომენტები შანსის გამოჩენის, რომ მას ისევ შევხვედროდი, მაგრამ არცერთი გამომიყენებია. მაგ დროისთვის გრძნობები ორივეს გაგვცივებოდა.

ლუნაOpowieści tętniące życiem. Odkryj je teraz