სახლამდე სულ სირბილით მივედი. მანქანა არსად იდგა, რაც ნიშნავდა რომ რა თქმა უნდა, მოვასწარი. თითქოს ძაღლი მომდევდა ისე ვქოშინებდი. ეზოში შევედი და ჭიშკარი ზურგს უკან მოვიხურე. პირდაპირ ონკანთან გავიქეცი და ცივ წყალს პირი შევუშვირე. ვეცადე მთლიან სახეზე არ გადამეთქეფა, რაც ასე თუ ისე გამომივიდა.
გარემოს თვალი მოვავლე. სახლიდან ტელევიზორის ხმა გამოდიოდა. კისერი გავიტკაცუნე და ფეხების ბრახუნით ავედი კიბეებზე, რომ გამეგებინა ერთი სულიერისთვის სახლში ჩემი სახლში დაბრუნება.
ოთახში შევედი და მაშინვე გავთავისუფლდი ტანსაცმლისგან. გრილი ფართხუნა ტილოს ნაჭრის შარვალი და თეთრი პერანგი ჩავიცვი, რომელიც კობას გარდერობიდან მქონდა მოპარული.
აივანზე გავედი და სტაფილოსფერ ცას გავხედე. უცნაური დაძაბულობა სუფევდა. სახლში ჩემს საუკეთესო მეგობართან ერთად ვიყავი. შეგვეძლო ის გვექნა რაც გვსურდა, მაგრამ ამის ნაცვლად ორივე სხვადასხვა სართულზე ვიყავით ჩვენს თავთან განმარტოებულნი. ნერვებს მიშლიდა.
კიბეებზე ჩავედი, თან გზაში ჩემს მოწითურო თმას ცხენის კუდივით ვიკრავდი.
პირველ სართულზე ჩასვლისას ეგრევე აივანზე მყოფი დეა შემომეგება. მაგიდას შლიდა ორ კაცზე. ჩემთვის არც კი შემოუხედავს ისე თქვა.
-შეიძლება ზედმეტი მომივიდა, მაგრამ არაფერს ვნანობ რაც გითხარი.
გაუტეხელი ხმით მითხრა და ხმაურიანად დადო ჭიქა მაგიდაზე. სამზარეულოში შებრუნდა ისე, რომ ჩემთვის არც შემოუხედავს.
-მეც ასევე. - გავძახე გაღებული კარიდან და მაგიდას მივუჯექი.
დეა გამოვიდა და დაჭრილი საზამთროც გამოიტანა დიდი სინით. ისევ არ მიყურებდა. მე კიდე სახეში მიშტერებული შევცქეროდი და ველოდი როდის დათმობდა სიამაყეს.
-რა როჟებს კერავ? გეშინია შემოხედვის? - გაღიზიანებულმა შევხედე და თეფშზე მისი გაკეთებული კიტრის და პომიდვრის სალათა გადავიღე. მიუხედავად იმისა რომ კაფეში გამოვსკდი, სახლში წამოსვლის დროს სულ დავიკელი ის დანაყრება. თანაც ჩემი დაქალის მარჯვენა ხელი რომ ვიცი, აუცილებლად უნდა მეჭამა სალათა.
YOU ARE READING
ლუნა
Randomრას ვგრძნობ? ბედნიერებას და სევდას ერთად. აღტაცებასა და შიშს ერად. სიყვარულსა და სიძულვილს ერთად. არაფერსა და ყველაფერს ერთად.