დილით დედაჩემი ახლიდან დავკერე და დავარწმუნე, რომ მე და დეას უბრალოდ ერთად ცხოვრება გვინდოდა სანამ წლობით წავიდოდი ლონდონში და არაფერს არ გავაფუჭებდით. კობას მარიტას ნომერი გამოვართვი და სანამ ჩანთას ჩავალაგებდი ციხისძირისთვის მანამდე დავურეკე. ბოლოს როგორც ვიცოდი ზღვის ვირუსი სჭირდა, ამიტომაც მოვიკითხე და გამოვკითხე როდის მოახერხებდა სამუშაოდ გამოსვლას. ეს მართლაც მაინტერესებდა, ჩემთვის და ცოტნესთვის.
მუსიკების ფონზე ჩემოდანს ვალაგებდი როდესაც ოთახში სახე გაბრწყინებული დეა შემოვიდა და შემოანათა.
-მივდივართ გოგონი? - დაიყვირა და ხელებ გაშლილი მომვარდა.
-მივდივაართ. - იგივე ემოციით მივუგე.
დეამ ზევით აიხედა, და თითქოს ნამდვილ ვარსკვლავებს ხედავდა ისე დაიწყო თვარიელება. შემდეგ იმ ორ ნახატს დააკვირდა "ვაჩეს მთვარეს" და "ჩვენს გალაქტიკას".
-აი ბიჭი ამას რომ გაგიკეთებს და კიდევ რომ არ აღიარებ რომ მოსწონხარ და მოგწონს კიდევაც - თითის გაშვერით გამომხედა. - მართლა დებილი უნდა იყო.
-დაიწყე? - ამოვიოხრე და ჩემი საყვარელი წითელი გამჭვირვალე მოსაცმელი ჩემოდანში ჩავდე.
არადა მართალს ამბობდა დეა. იმაში მართალი იყო რომ მე თანდათან მართლაც მომწონდა ვაჩე და არ ვაღიარებდი.
-კიდევ არ ჩაგიბარგებია? - უკმაყოფილოდ შემომხედა დეამ.
-ვაბარგებ როგორც ხედავ.
-სანამ მაგას მორჩები მარტი მოვა. გამატარე.
გვერდზე გამაგდო და ჩემი ტანსაცმელების კეცვა გაორმაგებული სისწრაფით დაიწყო.
-როგორც ჩანს ძალიან გეჩქარება წასვლა. - ჩანთა ავიღე და შიგნით ნოუთბუქთან ერთად ის ბლოკნოტი ჩავდე სადაც სიას ვიწერდი.
-მეჩქარება რომელია. ერთი სული მაქვს ჩემს ოჯახს როდის დავეღწევი. იმედია ამ დღეებში გაერკვევიან ერთმანეთში და საბოლოოდ დაისვენებენ და დამასვენებენ. ხო იცი მზიკოს ველაპარაკე.
YOU ARE READING
ლუნა
Randomრას ვგრძნობ? ბედნიერებას და სევდას ერთად. აღტაცებასა და შიშს ერად. სიყვარულსა და სიძულვილს ერთად. არაფერსა და ყველაფერს ერთად.