დილით ვიღაცამ გამაღვიძა. ვიგრძენი როგორ მაფარებდნენ საბნის ჩიხოლს მოშიშვლებულ ფეხებზე. მცხელოდა, ამიტომაც უკმაყოფილოდ დავიწყე გამოღვიძება. მთლიანი სხეული გავჭიმე და გავიზმორე. დეას ავხედე რომელიც მეგონა რომ დეა იყო.
ჩემს წინ ვაჩე იდგა. ჩეულებრივზე ოდნავ თბილად ეცვა. ჯინსის ბრიჯები, შავი მაისური და თეთრი ჟაკეტი.
-ვაჩე? - დაბოხილი ხმით გამოვთქვი მისი ხმა. - აქ რას აკეთებ?
-შენზე ვზრუნავ. - გამესწერვა და ფანჯარა დაკეტა, რომელიც მთელი ღამე ღია მქონდა.
უცებ ვიგრძენი სუსხი მკლავებზე. დამბურძგლა და გამაჟრიალა. ატმოსფერო ბინდის საგასავით მწვანე და ნაცრისფერი იყო.
-გარეთ წვიმდა და როგორ ვერ იგრძენი? - უკმაყოფილოდ ბუტბუტებდა.
-არ გავციებულვარ არაუშავს. ამ დილაადრიან ჩემს ოთახში შემოდიხარ და თან მეწუწუნები კიდეც?
-უკაცრავად, რომ თქვენზე ვნერვიულობ. - თმა პატარა ბავშვივით აიჩეჩა და მომიახლოვდა.
-რას აკეთებ? - გაოცება ვერ დავმალე როდესაც მხარზე ხელით შემეხო და უკან გადამაწვინა. მიიჩოჩეო მანიშნა და გვერდზე მომიწვა. მარტო მე გადამაფარა კონვერტი და ზედ ხელი დამადო, რომ არ გადამეძრო. მუხლუხოში გახვეულ პეპელას გავდი.
ფეხების ფართხალი დავიწყე, რომ სუნთქვის საშუალება მაინც მქონოდა.
-დღეს რა გავაკეთოთ? - არ შეიმჩნია ჩემი ქმედებები და ჭერს ახედა, რომელსაც ძველი საღებავი ეცლებოდა.
-ჩემი ოთახი დატოვებაზე რას იტყოდი? - ვწუწუნებდი.
-ნუ აფერისტობ. - შემომანათა ლურჯად მოციმციმე თვალები.
-არ ვვაფერისტობ. ვის მოეწონებოდა ესეთი საქციელი? ჯერ ისევ მძნავს შენ კიდევ რას აკეთებ.
თავზე ხელი მომკიდა და თავის მხარზე ძალით დამადებინა.
-ხოდა დაიძინე. - მომიჭრა მოკლედ. - დღეს პატარა საქმე მაქვს ბათუმში. სამსახურს ვაცდენ. მალე მოვალ რომ გაგართო.

YOU ARE READING
ლუნა
Randomრას ვგრძნობ? ბედნიერებას და სევდას ერთად. აღტაცებასა და შიშს ერად. სიყვარულსა და სიძულვილს ერთად. არაფერსა და ყველაფერს ერთად.