სახლში ასულმა მაიკოს ჯუჯღუნს ვუსმინე. ჩხუბი დამიწყო ტელეფონი რატომ არ წაიღე, არ ვიცოდი ვისთან მეკითხეო. კობას იმედგაცრუებული და სერიოზული სახე მანერვიულებდა. მართლები იყვნენ. როდესაც დედაჩემმა მონოლოგი დაასრულა ოთახში შევედი და კარი მივაჯახუნე. არ მინდოდა ვინმე შემოსულიყო ჩემთან და ტვინი აეხადა. ისედაც გამორეცხილი მქონდა ემოციებით.
დასაძინებლად გამზადებულმა კომპიუტერი ავიღე და ლოგინზე გავიჭიმე. სანამ ჩაიტვირთებოდა თეთრ ჭერს მივშტერებოდი ნერვებ მოშლილი. ერთი სული მქონდა როდის გადავღებავდი.
თბილისი ფორუმზე შევედი და ისე რომ არავისთვის პასუხი არ გამიცია ჩემი და ნიკას ჩათი შევამოწმე.
Unknown_23
როგორ ხარ?მესიჯი შუა დღეს იყო გამოგზავნილი. მაშინ როდესაც სანაპიროზე ჩასვლისთვის ვემზადებოდი.
ლუნა_
მესიჯის დაგვიანებას არ ვიმჩნევთ. ნორმალურად, შენ?ზრდილობის გულისთვის მოვიკითხე და სანამ ნახავდა რომ შემოსული ვიყავი ტელეფონი ავიღე. რადგან 2012 წლის სამსუნგს დიდი ვერაფერი შეეძლო, უბრალოდ ვმესიჯობდი და ვკონტაქტობდი მისით.
საწოლის ბოლოში ტელეფონი შევაერთე დასატენად და ისევ დავბრუნდი ჩვეულ პოზაში.
ფეისბუქზე ჩემი და დეას ჩათი ავაფეთე. მინდოდა რომ შემოსულიყო და შემდეგ მომეყოლა დღეს მომხდარი.
როგორც კი ვაჩეს სიახლოვე გამახსენდა მაშინვე ამიფრიალდა მუცელი.
მასი ხელები ჩემს წელზე ეწყო და ზურგზე პრომეთესავით ვყავდი მიჯაჭვული.სხეულში უცნაური გრძნობა ჩამეღვარა. და ეს გრძნობა ვერ ისვენებდა.
ლოგინში წრიალს შევეშვი და ფანჯარაში გავიხედე. განიერ ხის რაფაზე ჩევჯექი და სარკმელიდან პრინცესასავით დავიწყე ყურება.
გარეთ საშინელი ამინდი იყო. ნიაღვარი ასფალტის კუთხეებში მდინარესავით მიედინებოდა. წვიმა შუშაზე დუშივით მოდიოდა. ჩამოწოლილი ნისლი და ადიდებული ზღვა მაშინებდა. დილით საშინელი სიტუაცია იქნებოდა რომლებიც რა თქმა უნდა მაშველების და დამლაგებმების მოსაგვარებელი გახდებოდა. ვაჩესიც.
YOU ARE READING
ლუნა
Randomრას ვგრძნობ? ბედნიერებას და სევდას ერთად. აღტაცებასა და შიშს ერად. სიყვარულსა და სიძულვილს ერთად. არაფერსა და ყველაფერს ერთად.