საღამო საკმაოდ დატვირთული ოყო. კობას დავალებით ყველაფერს ფოტოებს ვუღებდი. მოლოდინით სავსე მზერებს, გახარებულ ან იმედ გაცრუებულ სახეებს. როგორც მე და კობამ ვთქვით პორტუგალიამ მოიგო. და რა თქმა უნდა რონალდომ გაიტანა გოლი. ჩეხეთს ცოტა გულშემატკივარი ყავდა ამიტომაც დიდად არავის დაწყდომია გული. ვინც ჩეხეთის მხარეს იყო თამაშის მერე ისეთი ალეწილი სახით სვამდნენ ლუდს რომ შემეცოდნენ კიდევაც. საშინელი შეგრძნებაა როცა მარცხდები.
მე, დეა და ცოტნე ნახევარი საღამო სულ ერთად ვიყავით. ფეხბურთზე და კიდევ ბევრ თემებზე ვლაპარაკობდით რეკლამების დროს თუმცა ვაჟბატონი ირაკლის, ვაჩეს და კიდევ ბევრ ახალგაზრდებს ვერ ეშვებოდა და მათთანაც აბამდა საუაბრს. ნახევარი ბათუმის სანაპირო ჩვენს კაფეში მოქცეულიყო. სულ ნაცნობები ვიყავით. მაშველები, მეზობლები, მოხუცები, ტურისტები.
მთელი საღამო ვცდილობდი ვაჩესთვის არ შემეხედა და ფოტოებშიც დიდად არ მომექცია. თურმე ჩემთან საქმე არ აქვს. იდიოტი. რათქმა უნდა ერთმანეთში მზერებს ვცვლიდით როგორც სხვა ყველა თუმცა მაინც ვგრძნობდი რაღაცა ინტიმს და მისტიურობას. გონებაში გაფუჭრბული ფირივით მიტრიალებდა ჩვენ დიალოგი და ვერ ვიგებდი ის სურათები ასე ძალიან მართლა აღელვებდა თუ უბრალოდ ჩემთან თავის გართობის მიზნით გააბა გამაღიზიანებელი და ნერვების მომდლრლი დიალოგი. რაც არ უნდა იყოს ვაჩე ისევ იდიოტ პიროვნებად რჩებოდა ჩემს თვალში.
21 ივნისს იმაზე მეტი შემოსავალი მივიღეთ ვიდრე სხვა დღეებში. კობას ვუთხარი ფინალამდე ყოველ თამაშზე გავაკეთოთ მეთქი, მაგრამ მალევე გადავიფიქრეთ რადგან ეს ბევრ ენერგიას მოითხოვდა. დალაგება და ალგება ადვილი არ არის, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მთელ კაფეში მხეცი მამაკაცები მეფობენ და ბოლო ხმაზე ღრიალებენ ადრენალინისგან.
გადავწყვიტეთ რომ ფინალზე გაგვეკეთებინა ისევ ასეთი შეკრება. უფრო მეტი ადამიანი მოვიდოდა და უფრო მეტი ემოციებით იქნებოდა სავსე კაფე.
YOU ARE READING
ლუნა
Randomრას ვგრძნობ? ბედნიერებას და სევდას ერთად. აღტაცებასა და შიშს ერად. სიყვარულსა და სიძულვილს ერთად. არაფერსა და ყველაფერს ერთად.