არ მოვიდა.
ბატონი ვაჩე ბათაძე, რომელმაც თავად წამოიწყო ჩემს სახლში შემოჭრის იდეა არ გამოჩნდა.ფანჯრიდან იმედგაცრუებული, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ ნერვებ დაწყნარებული ვუყურებდი ირაკლის და ცოტნეს, რომელებმაც თავიანთი მექანიკური სათიბები მოიტანეს ბალახის გასაკრეჭად. ეზო ეზოს დაემსგავსა. გველი მართლაც იპოვა ცოტნემ, თავიდან პატარა გოგოსავით ყვირილი დაიწყო, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ გველს კუდი გაკვანძული ჰქონდა ბოლოში ამიტომაც ვერსად გაიქცეოდა. ცულით მოკლეს რასაც ჩემი ბღავილი მოყვა. არ შემეცოდა, უბრალოდ შემზარავი სანახავი იყო.
მე და დეამ სუფრა გავშალეთ და ბიჭებთან ერთად ვისაუზმეთ ნაშუადღევს.
თემად დღევანდელი წვეულება ჩამოვარდა:
-11 საათი ძალიან გვიანი არ არის? - იკითხა დეამ.
-ჩვენ თუ გვინდა უფრო ადრე მივალთ. - უპასუხა ირაკლიმ.
-შემახსენეთ ვისი წვეულებაა? - პირზე ნერწყვმომდგარმა ვითქვი როდესაც პამიდვრის წვენში პuრი ჩავაწე.
-ერთი მაშველია ბათუმში. ჩვენი თანამშრომელი. ლაზარე ქვია. სახეზე იცნობთ უეჭველი. - თქვა ცოტნემ.
-და მერე ჩვენ, რომ სტუმრის სტუმრები გამოვდივართ ხო ხვდებით? - ისევ მე ავლაპარაკდი.
-წვეულებაა და არა სამეფო ვახშამი. შეიძლება ვაფშე გამვლელებიც შემოგვიერთდნენ. ვინ იცის. - მიპასუხა ცოტნემ.
-კესო იქნება? - იკითხა დეამ. ეს კითხვა არ გამჩენოდა აქამდე, მაგრამ პასუხმა ძალიან დამაინტერესა. ყურადღებით შევხედე ბიჭებს.
-კი ვაჩეს მოყავს. - თქვა თავდახრილმა ირაკლიმ, მაგრამ გამოვიჭირე, როგორ გამოაპარა თვალები ჩემკენ.
დეასთან გავცვალე გაღიზიანებული მზერა. ალბათ სწორედ მის გამო არ იყო ახლა ჩვენთან.
-ვაჩეს მარიტა არ უნდა მოეყვანა?
-ორივე მოყავს.
ESTÁS LEYENDO
ლუნა
De Todoრას ვგრძნობ? ბედნიერებას და სევდას ერთად. აღტაცებასა და შიშს ერად. სიყვარულსა და სიძულვილს ერთად. არაფერსა და ყველაფერს ერთად.