დეა შემოვირიგე. მის შემხედვარე მეც ვფიქრობდი რომ შეცდომა დავუშვი ამ ლამაზ ტატუში (რა თქმა უნდა არ ვნანობ). დეას იმედგაცრუების მიზეზი კი სრულიად მისაღები და გასაგები იყო. უნდოდა ერთად გაგვეკეთებინა ტატუ. მის ადგილას ალბათ 1 კვირით გავიბუტებოდი, მაგრამ მას ხომ სწორედ ეს გამოარჩევს ჩემგან. დიდსულოვნება და ადამიანურობის მაღალი შეგრძნება.
ამინდი ისევ აირია. წვიმა კოკისპირულმა ასხამდა, ამიტომაც დარჩნენ ვაჩე და ირაკლი ჩვენთან (რომც ასეთი ამინდი არ ყოფილიყო, მიზეზს აუცილებლად გამონახავდნენ რომ კიდევ დარჩენილიყვნენ).
დრო ძალიან სწრაფად გადიოდა. აგვისტოს პირველი კვირა მიიწურა და უკვე შიში გამიჩნდა.
იმის შიში, რომ ვაჩესთან გამომშვიდობება იმაზე მეტად გამიჭირდებოდა, ვიდრე წარმოდგენაც კი შემეძლო.მას ძალიან შევეჩვიე. საღამოობით ერთად ვიწექით ჰამაკში და ჩვენს წინ მოჟღურტულე წყვილს ვუსმენდით. ნორმალური გახდა ჩვენი გაუაზრებელი ჩვევა, რომ ერთმანეთს მაქსიმალურად შევხებოდით, რაც პაწაწინა მომენტები გამოიხატებოდა. ერთმანეთის ტატუს თითის წვერებით ვავლებდით კონტურს. იმდენად მიეჩვია ჩემი ხელი ამის კეთებას რომ მექანიკურად ფურცელზე კი შემეძლო, ზუსტად იგივე მთვარის დახატვა რაც ვაჩეს კისერზე ემოსა.
ხელების ერთმანეთში ახლართვა და თითოეული თითზე ცალკე თამაში. უკვე დათვლილი კი მქონდა მთლიან მტევანზე რამდენი ხალი ჰქონდა.
ნეკ თითზე პატარა ყავისფერი წერტილი ჰქონდა რომელიც ანალოგიურად ჰქონდა მეორე ხელზეც.
როდესაც ერთმანეთის გვერდზე ვიდექით, მის გარუჯულ მკლავს ორივე ხელს შემოვხვევდი და სახესთან ახლოს ვიხუტებდი.
ვაჩეს ძალიან უყვარდა ჩემი უკნიდან ჩახუტება და თავზე კოცნა.
როდესაც ერთმანეთთან ახლოს გვქონდა სახეები, თითებს ხშირ წარბებზე გადამისვამდა ხოლმე ან ყბის ძვალზე მომაბჯენდა მოხრილად.
YOU ARE READING
ლუნა
Randomრას ვგრძნობ? ბედნიერებას და სევდას ერთად. აღტაცებასა და შიშს ერად. სიყვარულსა და სიძულვილს ერთად. არაფერსა და ყველაფერს ერთად.