28

1.6K 72 57
                                    

დილით ვაჩეს მკლავებში გამეღვიძა. ფეხები ერთმანეთში გვქონდა ახლართული. მისი შავი მაისური მეცვა და ზედ ვეწექი მოშიშვლებულ გულმკერდზე. არ გავაღვიძე. მინდოდა მისთვის კიდევ დიდხანს მემზერა. 30 აგვისტო იყო, რაც იმას ნიშნავდა რომ შემდეგ დღეს თბილიში, მერე აეროპორტში და ბოლოს ბრიტანეტში წავიდოდი. მინდოდა ამ მომენტით დავმტკბარიყავი, რადგან დიდი ხანი ამას ვეღარ გავიმეორებდით.

ხელები გულმკერდზე დავაწყვე და ზედ ნიკაპი ჩამოვდე. კანზე ოდნავ ამოსული წვერი უჩანდა. სქელი ტუჩები ბავშვივით მოეკუმა. თვალებზე წამწამები შესაშურად ეფინა. ბავშს გავდა. ღრმად და წყნარად სუნთავდა. ჩემს შინაგან სამყაროსაც კი ამშვიდებდა მხოლოდ მისი სუნთქვის მოსმენა. 

ფეხებს შუა უსიამოვნო შეგრძნებები გამიქრა. წუხანდელის გახსენება სახეზე დიდ ღიმილს მფენდა. დაუჯერებლად მეჩვენებოდა, მაგრამ ზედმეტად რეალურიც კი იყო რაც ჩვენ ეს გავაკეთეთ. გამცინა.

ალბათ ჩემ მოუსვენდრობა იგრძნო. აქეთ იქით გააქნია თავი და ბოლოს თვალის გახელაც იკადრა. 

-დიდი ხანია გღვიძავს? 

მის ხმაზე ტაომ დამაყარა. ტუჩები მოვკუმე რომ არ გამღიმებოდა.

-არც ისე. 

თითები ჩემს სახესთან მოიტანა და თმა გადამიწია. ჩემი თმით თამაში დაიწყო. მეც შევუწურე ჩემი ხელები მის თმაში.

-დილით რა ლამაზი ყოფილხარ. - ბოხი ხმით მითხრა და თან ბავშვივით ჩაიღიმა.

მის გულმკერდში თავი ჩავმალე და თვალებიდან შემხმარი ცრემლები მოვიშორე.

-შეისებული ვარ რეებს ამბობ. - შევეწინააღმდეგე.

-მაშინ ქალიშვილობა რო დაკარგე მაგას დავაბრალოთ. - ისე ჩაიხითხითა რომ ვიბრაცია მთელს სხეულში ვიგრძენი.

-თავხედო. - თავში წამოვარტყი და კედლისკენ გადავბრუნდი.

-მებუტები? - ზურგს უკან სითბო ვიგრძენი. პეპლებმა ფარფატი დაიწყეს როდესაც ვაჩემ მკლავი მუცელზე შემომხვია და მის მკერდს ზურგით მიმაკრო.

ლუნაDonde viven las historias. Descúbrelo ahora