05

1.6K 73 24
                                    

ლოგინზე ფეხებ გადაჯვარედინებული ვიჯექი და გარედან შემოსულ სითბოს თვალებდახუჭული შევიგრძნობდი. შიგნიდან მთლიანად ამღვრეული მქონდა გრძნობები.

ქაოსი და სიმშვიდე ერთად.

წუხელის გატარებული დრო ერთდროულად სამარცხვინო და მხიარული იყო. ნელნელა მიღდგებოდა გონება და მახსენდებოდა ყველაფერი. ცივი ყავის შემდეგ რაღაცა სულელური მე არასდროს ვითამაშეთ რამაც დაგვათრო. ყველაზე შეზარხოშებული დეა აღმოჩნდა. ირაკლი გვერდიდან არ შორდებოდა ქალბატონს მაგრამ დეაც უსიტყვოდ მოიშორებდა ხოლმე. ვაჩე უცნაურად, თან ზედმეტად გახსნილი იყო და თან თავს მარიდებდა. საბოლოოდ მეც და დეაც 12სკენ ამოვედით ჩემთან.

გვერდზე გავხედე როგორ ეგდო ჩემს ლოგინზე და ზეწარი ამოეჩურთა ფეხებს შუა. დილის 10 საათი იყო და საშინლად ცხელოდა, ამიტომაც პირველი რაც თავში აზრად მომივიდა გაგრილება იყო.

წამოვდექი და მიჩუმებულ სახლში ფეხშიშველმა გავიარე. მაიკო და კობა კაფეში იყვნენ რაც მაწყობდა. დაქალთან ერთად მეტად თავისუფლად ვიქნებოდი. ტუალეტში შევედი და სარკეში ჩავიხედე. იქვე მჭექარე ნათურა ავანთე, რომ ჩემი სახე წესიერად დამენახა.

სახე შესიებული მქონდა, ტუჩი გახეთქილი და თმა აბურძგნული. თვალებზე შემხმარი წირპლები უჭმური სახით მოვიშორე და თეთრ პირსაბანს დავეყრდენი რომ სარკესთან ახლოს მივწეულიყავი.

წაბლისფერი თმა, სულ ოდნავ შესამჩნევი ჭორფლები და მწვანე თვალები რომელიც ოდნავი ცრემლის მოდგომისას სისხლივით წითლდება.

უაზროდ ავიწიე თმა მაღლა და სახეზე გრილი წყალი შევისხი.

სამზარეულოში ერთხანს გაურკვეველი სახით ვიდექი. სულაც არ მინდოდა ის წვნიანი რომელიც დედაჩემმა დამიტოვა, ამიტომაც უბრალოდ ლიმნიანი წყალი დავლიე. ფეხშიშველი ხან ერთ ოთახში გავდიოდი ხანაც მეორეში და ვერ გამეგო ეს სახლი ოჯახის სხვა წევრების გარეშე უფრო კარგი იყო თუ პირიქით.

ლუნაWhere stories live. Discover now