08

1.9K 78 99
                                    

ჩემს ოთახში მოსიარულე დეას ჯუჯღუნს მომღიმარი სახით ვუსმენდი. ჩემს წინ ბოლთას სცემდა ხელებგადაჯვარედინებული. ლოყები აწითლებოდა და წარბებში შეეკრა. ტინკერბელს მახსენებდა ადამიანის ფორმით და ოდნავ მუქი ფერებით. წკრიალი და მაგიური ფრთებიღა ეკლდა.

მთელი ნახევარი საათი ხმა არ ამომიღია. მისი ბუზღუნის მიზეზი თავისი პიტერ-პენი იყო რომელიც ბათუმელ ვენდისთან შენიშნა. რო კითხოთ საერთოდ არ ევასება არა? ვიღაცა გოგოს აწონებდა თავს ძალის საზომთანო. იმ ბურთს მუშტს ურყტამდა გამეტებით და ძალაში რეკორდს ამყარებდაო. ის გოგოც ისე კისკისებდა გეგონება მართლა რაღაცა სასწაული მოახდინა ირაკლიმო.

-თუ მართლა მოვწონვარ მაშინ ეგ რატომ გააკეთა? ლუნა გეფიცები ისე გადახვია ხელი მხარზე სულ ცოტა ეკლდა ძუძუზე არ მოფერებოდა მაგ გოგოს.

-და შენ თუ არ მოგწონს მაშინ ასეთ დღეში რატომ ვარდები? - ძლივს ჩავაკვეხე ჩემი სიტყვა.

-არ მომწონს. უბრალოდ ის ფაქტი მომწონს რომ მაგ ბიჭს მოვწონვარ... თუ მოვწონდი... ან საერთოდ მოვწონდი? იქნებ გავსულელდი და რაღაცეები მეჩვენებოდა?

თვალები ავატრიალე და როგორც იქნა ლოგინიდან წამოვდექი. ფანჯარაში გავიხედე და ბულვარს დავუწყე ყურება. ჩემს უკან ცეცხლმოკიდებულ გოგოს ყური არ ვათხოვე. ცოტახანში გადაუვლიდა და ჩემს აზრს მოისმენდა რომელიც არც მქონდა.

ალბათ დაინახა ირაკლიმ დეა და გადაწყვიტა ეეჭვიანებინა? მაგრამ დეა მიმტკიცებდა რანაირად დამინახავდა მე მაღაზიაში ვიყავიო. მოკლედ რაც არ უნდა იყოს ირაკლისგან არ გამკვირვებია ასეთი საქციელი. მიზეზს თქვენც მიხვდებით. ირაკლი საკმაოდ იყო შეყვარებული ახალგაზრდა ბიჭის ცხოვრებაზე.

მისი მამა, ძე და სულიწმინდა - დათრობა, დაბოლვა და ქალები იყო. მას ან დეასნაირი მეორე ნახევარი გამოასწორებდა რომელიც სახეში შემოლაწუნებითაც კი მიახვედრებდა როგორი მექალთანეა, ან სამუდამოდ თავისუფალი ცხოვრებით იცხოვრებდა და ბევრი გოგოს გატეხილ გულსაც დაიმსახურებდა. მთლად რომ არ გავაზვიადოთ მოკლედ შევაჯამებ რომ ირაკლის თავისი ცხოვრება უყვარდა და სხვა ყველაფერი ეკიდა.

ლუნაWhere stories live. Discover now