ვაჩე:
ერთი მკლავით მის წელი, მეორეთი კი მისი კეფა მეკავა. ნელა ვაწვენდი წყალზე და ღიმილით ვამშვიდებდი, რომ ყურში შესული წყალი არ დააყრუევებდა.
-როგორია? - შევეკითხე გოგოს, რომელიც მაისურის შემოხევამდე მიზიდავდა.
-დიდი ხანია ეს ar შემიგრძვნია. არ გამიშვა ვაჩე ხელი - ისტერიკული სიცილით მიპასუხა.
არ გაგიშვებ მთვარევ. არასოდეს.
მისი ტყესავიT მწვანე თვალები შავ ცას ასცქეროდა. ალაგ-ალაგ მიმოფანტულ ვარსკვლავებს მომღiმარი უყურებდა. შემდეგ თვალები დახუჭა და ხელების ნელა მოძრაობა დაიწყო. ჩემი მკლავები ნელა მოვაშორე მის სხეულს, ისე რომ ვერაფერი იგრძნო. ახლა ჩემი დახმარების გარეშე ტივტივებდა ჩემს გარშემო.
ვუყურებდი მის გრძელ და სიფრიფანა სხეულს, რომელიც წყლის ზედაპირზე უმწეოდ ტივტივებდა. მის ინტიმურ ადგილებს შავი ფერის ბიკინი ფარავდა. არასოდეს მომწონებია ასეთი, უბრალო საცურაო კოსტუმი გოგოზე.
სინდისი მაწუხებდა. ცხოვრებაში პირველად მაწუხებდა სინდისი, რადგან ვიცოდი, რომ თუ სიმართლეს არ ვეტყოდი ყველაფერი აირეოდა. შემეძლო ისევ საიდუმლოდ შემენახა როგორც ახლა, მაგრამ ლუნა ჩემთვის აღარ წარმოადგენდა იმ გოგოს რომელიც ადრე ნერვებს მიშლიდა თავისი სიუხეშითა და უკარებობით.
ამაში კესოსთან საუბრისას წვეულების დღეს, კიდევ ასმაგად დავრწმუნდი. სანამ დანარჩენები და ლუნა წვეულებაზე მოვიდოდნენ, კესოსთან საუბარი მოვასწარი და მისდა გაუცნობიერებლად გამოვტყუე თუ როგორ მომატყუა ლუნასთან დაკავშირებით. არც დეას და მითუმეტეს არც ლუნას არასოდეს მიუგდიათ კესო, როგორც თვითონ მომიყვა. ლუნას პირადად გაცნობამდე კესოსთან ურთიერთობა გაწყვეტილი მქონდა. მხოლოდ მეგობრობა გვაკავშირებდა და ისიც კესოს მდგომარეობის გამო. ლუნასთან დაახლოებამ კი ყველაფერი შეცვალა, მათ შორის მეც. თითქოს ჩემი მუდმივი კალაპოტიდან ამომაგდო და ახლა კალაპოტის ნაცვლად ლუნას წყვდიადში მივედინებოდი.
أنت تقرأ
ლუნა
عشوائيრას ვგრძნობ? ბედნიერებას და სევდას ერთად. აღტაცებასა და შიშს ერად. სიყვარულსა და სიძულვილს ერთად. არაფერსა და ყველაფერს ერთად.