ყველანი ვაჩეს შავ პრიალა მანქანაში მოვთავსდით.
მე მის გვერდზე დავიკავე ადგილი. უკან კი ირაკლი და დეა დასხდნენ. ციხისძირის სანაპიროსთან მანქანა ახლო მახლო გავაჩერეთ.სველ კლდოვან ქვებზე და ხავს მოდებულ კენჭებზე გზა გავიკვლიეთ და მშრალ ადგილას ავღმოჩნდით. კლდეში შეჭრილ ადგილს.
-ხო ვამბობდი გასაშლელი სკამები წამოგვეღო მეთქი. - ჩაილაპარაკა დეამ და ფარანი ჩართო. ჩანთა ძირს დავდე და მეც გავხსენი. შიგნიდან ფარანი და გასაშლელი პლედი ამოვაწყვე.
-აქაც კარგად დადებ ერთ ადგილს. - ვუპასუხე სერიოზული ხმით.
ბიჭებმა წასახემსებლები მოიტანეს მანქანიდან, სანამ მე და დეა ადგილს ვიწყობდით.
ბნელოდა და სასიამოვნოდ გრილოდა. მოკრიალებულ ცაზე ჩამოკიდებული პატარა მთვარე ზედ დაგვნათოდა. გარშემო მხოლოდ ჩვენ ვიყავით. ზღვა თავისი ტალღებით გვეხმაურებოდა.
-ლუდის დამლევი ვინმე თუ ხართ? - ეჭვის თვალით შემოგვხედა დეამ.
-კი რატო არა. - ერთხმად თქვეს ბიჭებმა.
ღიმილით ვუყურებდი ვაჩეს რომელიც დეას ეხმარებოდა ამოლაგებაში. თავს ვერ ვიკავებდი. მასთან ისეთ უცნაურ ლტოლვას ვგრძნობდი რომელიც აქამდე არ მეგრძნო.
დიდი პლედის კუთხეში ფეხებგაშლილი წამოვჯექი. დეას ფეხებთან ირაკლი დაჯდა. ვაჩე კი წამოდგა და ფიჩხების შეგროვება დაიწყო. ზოგი ზღვას გამოერიყა.
-ვაჩე რამდენი ხანია ეს მანქანა გყავს? - იკითხა დეამ როდესაც გრძელ ჩხირებზე ზეფირების აცმა დაიწყო.
ეჭვის თვალით გავხედე გოგოს. ჩემგან იცოდა საიდანაც ყავდა ეს მანქანა, მაგრამ მაინც ეკითხებოდა.
-1 წელი იქნება. - ჩემთან ახლოს, მაგრამ თან მოშორებით დაყარა ფიჩხები. ჩაიცუცქა და შავი ფერის სანთებელას წვალება დაუწყო. - რა არის?
-არაფერი ისე. - რამდენიმე წამით გაჩუმდა დეა, მაგრამ ისევ წამოენთო - ჩუმად ქურდი ხო არ ხარ? ფული საიდან გქონდა საყიდლად.
YOU ARE READING
ლუნა
Randomრას ვგრძნობ? ბედნიერებას და სევდას ერთად. აღტაცებასა და შიშს ერად. სიყვარულსა და სიძულვილს ერთად. არაფერსა და ყველაფერს ერთად.