"ქუქ, მგონი მიყვარხარ." ამოიბლუყუნა თეჰიონმა. ომეგა ერთდროულად იმდენ ემოციას გრძნობდა, რომ აღარც ადარებდა ჯონქუქიც იმავეს გრძნობდა თუ არა. მხოლოდ ის უნდოდა ,რომ ეს სიტყვები ხმამაღლა ეთქვა, თორემ ალბათ აფეთქდებოდა.
თეჰიონი ყველაფერს ელოდა გარდა გაღიმებული ჯონქუქისა. ალფა იმდენად ბედნიერად იღიმოდა რომ ავტომატურად მის სახეზეც ღიმილი გამოიკვეთა.
წყვილი ერთმანეთს თვალებში შესცქეროდა და ემოციებს მზერით გადასცემდა ერთიმეორეს.
"არც კი ვიცი სიყვარული რა არის პატარავ, მხოლოდ იმაში ვარ დარწმუნებული, რომ შენ გარეშე არც ერთი დღის გატარება არ მინდა." და ეს საკმარისი იყო ომეგასთვის, რომელმაც მაშინვე აკოცა თავის მეწყვილეს და ხელები მჭიდროდ შემოხვია მხრებზე.
"ქუქ, შენი გამხადე"
ჯონქუქმა ამოიოხრა. იცის, ახლა თუ არ გაჩერდებიან მერე ვეღარ შეძლებენ. მთელ სხეულზე ცეცხლი უკიდია.
ალფამ თავი ომეგას კისერზე დაადო ჰორმონების დასამშვიდებლად, თუმცა თეჰიონის სუნი ნამდვილად ვერ ამშვიდებდა.
"ქუქ-"
"პატარავ" ალფამ ღრმად ამოისუნთქა. "მე არ---" თეჰიონმა კოცნით მოაკეტინა.
"მე მჭირდები, ქუქ. დამნიშნე. მეტის მოთმენა არ მინდა, საბოლოოდ მაქციე შენად."
ჯონქუქის ოხვრა ხმამაღალი და საშიში იყო. ომეგა დარწმუნებულია, რომ ბუსანის მაცხოვრებელთა ნახევარმა მისი ხმა გაიგონა.
"პატარავ, დარწმუნებული ხარ?"
"კი, დარწმუნებული ვარ. პატარავ, გამხადე შენი." ჯონქუქისთვის ეს უკვე საკმარისი იყო. მეწყვილე მკლავებში მოიქცია და საძინებლისკენ წაიყვანა.
თეჰიონს ამაზე ბევრჯერ უოცნებია. გონებაში სცენებს კვლავ და კვლავ ამეორებდა მაგრამ რეალობას არაფერი სჯობია.
ჯონქუქის ბიძგბი თავიდან ნელი იყო, შემდეგ კი ასწრაფდა. თეჰიონი დარწმუნებულია ხვალ ხმასაც ვეღარ ამოიღებს. ჯონქუქს კი ახალი საწოლი ნამდვილად დასჭირდება.
YOU ARE READING
wrong fate - K.TH & J.JK
Fantasy" მიზეზი მისი პრობლემებისა მის წინ იჯდა . ყველაფრის მიზეზი ჯონ ჯონგუკი არის ." თეჰიონი ომეგა რომელიც სკოლაში მხოლოდ იმის გამო იჩაგრება რომ ჯონგუკს იგი სძულს და ხალხს მისი სიამოვნება სურს. ნაბიჯი სიძულვილიდან სიყვარულამდე მხოლოდ ერთია შეძლებს კი გულ...