31

1.2K 106 41
                                    

თეჰიონმა მშობლები 6 წლის ასაკში დაკარგა და დღემდე არ იცის მიზეზი რატომ.მხოლოდ ის ახსოვს ბოლოს დედამისმა როგორ უთხრა მიყვარხარო და საკუჭნაოში შეიყვანა და წავიდა.იმის მერე არც დაბრუნებულა.

საკუჭნაოში საათები ტიროდა და დედამის ეძახდა ,სანამ ძალა არ გამოეცალა და გაითიშა.დეიდამისი არც კი დაფიქრებულა ისე ავიდა დეგუს ავტობუსში,როცა მათ ხროვაზე თავდასხმის შესახებ გაიგო.ის მისი გადამრჩენელია.

მისი თავდაჯერებულობა და სიძლიერე ,რომელიც გამოიჩინა მარტო ომეგამ,ჩამოვიდა დეგუში თავდასხმის მერე,სწორედ მისი წყალობითაა ცოცხალი.

ვერ იტანს მის ბავშობაზე,როცა ფიქრობს.ხვნეშის თეჰიონი და სამზარეულოში ჩადის.

ამ ბოლო დროს დედამისზე ნახულობს სიზმრებს,თან პატარა გეუნვოზე  ნერვიულობს და თავს ისე დაღლილად გრძნობს,თითქოს სატვირთომ გადაუარა.

"დილა მშვიდობის ლუნა"თეჰიონი თავს უხრის ქალს.

"დილა მშვიდობის თე, შემოგვიერთდები საუზმეზე?"თეჰიონი თავს აქნევს.

უარს ვერ ეტყვის ლუნას მიუხედავად იმისა,რომ ახლა მარტო ყოფნაზე არაფერი უნდა.იცის როგორ უყვარს ლუნას,როცა ერთად საუზმობენ ყველანი.ის კიდე მთელი კვირაა ყველასგან მარტოა.

"წყალი?"ალბათ მიხვდა სე ადრე,რატომაც ადგა თეჰიონი.

"მადლობა"აწვდის ლუნა ჭიქას.

"კარგად ხარ ,თე?ისევ დენა გაქვს?"

დენა?

"ოჰ,არა.არ მაქვს,კარგად ვარ"ლამის დაავიწყდა წინა კვირას მომხდარი ამბები.

"გეფიცები შენი და ჯონქუქის კავშირი მაშინებს,ასეთი რაღაც არასდროს გამგია ან მინახავს.დარწმუნებული ვარ იქ,რომ არ ვყოფილიყავი ვერც დავიჯერებდი.არა დავიჯერებდი,შენი თეთრი თვალების ნახვის მერე ,რომ მითხრან თეჰიონი მგლის ფორმაში დაფრინავდაო არ გამიკვირდება"უცებ მიაყარა ლუნამ,ალბათ დიდხანს უნდოდა ამის თქმა.

wrong fate - K.TH & J.JKWhere stories live. Discover now