2

1.6K 145 18
                                        

თეჰიონმა საათს შეხედა ,რომელიც უკვე ზარის დარეკვის დროს აჩვენებდა. ზარიც დაირეკა და კლასიც გაივსო .

მის ჯუჰა ლამაზი ბეტა ,რომელიც ინგლისურის მასწავლებელი იყო კლასში შემოვიდა.

"გამარჯობათ ბავშვებო იმედი მაქვს კარგი შაბათ-კვირა გქონდათ და ვიმედოვნებ ჩემი დავალებაც გააკეთეთ?" იკითხა მან ღიმილით "ასევე"- შეწყვიტა ჯუჰამ ლაპარაკი ,როცა კლასში ორი ადამიანი ნამჯუნი და ჯონქუქი შემოვიდნენ . ნამჯუნმა თავის დახვრით ეგრევე ,მოუბოდიშა მასწავლებელს ,მაგრამ ჯონქუქმა არც კი შეხედა მის. ჯუჰას და თავისი ადგილისკენ დაიძრა.მასწავლებელმა წარბი ასწია ,მაგრამ არაფერი თქვა რადგან ,ჯონქუქის ქცევას ყველა იყო მიჩვეული . " ასევე მინდა ,რომ ზეპირი ტესტი გაგაკეთებინოთ წერის მაგივრად " მთელი კლასი ახმაურდა ამის გაგების შემდეგ "კარგით კარგით დაწყნარდით " კლასი ამის გაგონებაზე მიწყნარდა მასწავლებელმა კი განაგრძო "ვისაც გინდათ წერითი ტესტი ხელი აიწიეთ . მოდით გამოკითხვა ჩავატაროთ " თეჰიონისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა რომელს გააკეთებდა, ამიტომ ისიც არ იცოდა რომელ მხარეს მიმხრობოდა .

"რა ჯანდაბად არის შენი ხელი დაბლა კიმ " თეჰიონს შეტრიალებაც არ სჭირდებოდა იმისთვის ,რომ ამ ხმის პატრონი ეცნო -მინჰო მისი ნომერ 1 ლი მჩაგვრელი.

"მინჰო შეხსენება მჭირდება იმის ,რომ ჩემ კლასში ხარ და ეს ტონი და ესეთი სიტყვები მიუღებელია?" მინჰომ ბოდიში მოიხადა და თეჰიონზე დაჟინებით ყურება განაგრძო . თეჰიონმა ხელი აიწია, რადგან არ სურდა ამის გამო მოხვედროდა მას უბრალოდ მშვიდი ცხოვრება სურდა ,მაგრამ მასწავლებელი თავს არ გაიცურებდა "დაწიე ხელი თეჰიონ "თეჰიონმაც უღონოდ ჩამოწია ხელი "კარგით ახლა ხელი აიწიეთ მათ ვისაც ზეპირი გამოკითხვა გირჩევნიათ " თქვა მასწავლებელმა ბავშვებმა კი ხელი აიწიეს " ჯონ?" თქვა მის.ჯუჰამ.

"მისმინეთ " თქვა ჯონქუქმა ისეთი ინტონაცით ,რომელსაც ვერცერთი სულიერი არსება ვერ გაუძლებდა თავის დახვრის გარეშე ეს ყველაფერი არც იყო გასაკვირი რადგან, ჯონქუქი "ნამდვილი" ალფა იყო ყველაზე ძლიერი მგლებს შორის "მის.ჯუჰა ეს იდიოტობა საერთოდ არ მაინტერესებს უბრალოდ ნებისმიერი გადაწყვიტეთ " თეჰიონს ჟრუანტელი უვლის ამ ხმის გაგონებაზე მარა მიზეზი თვითონაც არ იცის წესით უნდა ძულდეს ეს ხმა . ჯონქუქი მას არ აბულინგებდა ყოველშემთხვევაში მას შემდეგ რაც როცა ,9 წლის იყო ხელი კრა და კიბიდან დააგორა საწყალი ბიჭი "გამარჯობის " თქმის გამო , მაგრამ იგი ჯონქუქის გამო იჩაგრებოდა მაინც ხალხის მიერ რადგან ჯონქუქს იგი ეზიზღებოდა .

ბოლოს მასწავლებელმა მაინც ზეპირი ტესტი გადაწყვიტა და გაკვეთილის განაგრძო. გაკვეთილის დასრულების შემდეგ თეჰიონი თავის კარადასთან მივიდა

"ერთადერთი რაც ,უნდა გაგეკეთებინა ძუკნა ხელის აწევა იყო" თქვა მინჰომ და თეჰიონს გვერდში ჩაარტყა რის შედეგადაც ბიჭი ძირს დაეცა.

"ეს რანაირი ფეხსაცმელია" გაიგონა ჯინჰა სიცილის , მინჰომ ფეხსაცმელს მოკიდა ხელი გააძრო და შეკრებილ საზოგადოებას აჩვენა

"ნახვრეტებიანი ფეხსაცმელი გაცვია?" ყველამ დაიწყო სიცილი "ისეთი ღარიბი ხარ კიმ თეჰიონ დარწმუნებული ვარ ,ოთახში ვირთხებთან ერთად ცხოვრობ." თქვა მინჰომ და სიცილი გაორმაგდა

"როგორ ფიქრობ მინჰო ცოტა ხვრელი კიდევ ხომ არ დავუმატოთ ფეხსაცმელს?" 

" არაა უბრალოდ უნდა გადავაგდოთ ესეთი ფეხსაცმლის ადგილი ჩვენ სკოლაში არ არის ". თეჰიონს ესმოდა ხალხის სიცილი და ფიქრობდა თუ რა ბავშვურად იქცეოდნენ. მას უკვე ამის აღარც, კი სცხვენოდა რადგან ,ისინი ამას ყოველთვის აკეთებდნენ უნიფორმაზეც ესე გააკეთეს მანამდე სანამ ,დეიდამისმა თეჰიონს ახალი არ უყიდა . მას არ სდომებია, რომ მისი მშობლები დაღუპულიყვნენ არც ის სნდომებია ,რომ ღარიბი ყოფილიყო ამდენი ამბისგან უკვე თავიც კი სტკიოდა ერთადერთი ,რაც ახლა უნდოდა მისი ფეხსაცმლის უკან დაბრუნდება იყო ნახვრეტებით თუ უნახვრეტოდ ისინი თეჰიონს მაინც სჭირდებოდა .

"გთხოვთ უბრალოდ უკან დამიბრუნე" მოახერხა ამის თქმა და თავი გააქნია რადგან, დავარდნის დროს ძალიან მწარედ დაარტყა .

"რა თქვი"თქვა მინჰომ სანამ  კიდევ თავს დაესხმებოდა მას ვიღაცამ ,მინჰოს ფეხსაცმელი გამოართვა და თეჰიონისკენ დაიხარა ...

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

იმედი მაქვს მოგწონთ <3

wrong fate - K.TH & J.JKWhere stories live. Discover now