28

1.9K 137 151
                                    

თეჰიონი იღვიძებს და სკოლაში მომხდარი ამბები ახსენდება, ისეთი ბედნიერია ლოგინზე გორაობს.

ერთი კვირის წინ ფიქრობდა , რომ ჯონქუქის მეწყვილეობით განწირული იყო და ჯობდა ყველა მისი რომატიკული ფანტაზია დაევიწყებინა.

ცდებოდა ,რადგან ჯონქუქს მისთვის ყველაფრის ასრულება უნდა. ის მისთვის ყველაფერს გააკეთებს. ბულინგსაც კი შეაჩერებს. საბოლოო ჯამში ჯონქუქი ზუსტად ისეთი მეწყვილე ხდება , როგორიც უნდოდა.

ჯონქუქის ხსენებაზე ხვდება , რომ ენატრება ალფა . მისი ნახვა უნდა. ფეხზე დგება , მაგრამ როცა მისი ორი მომღიმარი მეგობრის სახეს ხედავს საწოლზე ისევ ხვნეშით ვარდება.

"იქნებ დააკაკუნოთ ხოლმე , რას მიხეთქავთ გულს" წუწუნებს.

"დავაკაკუნეთ , მაგრამ ისე დაფრინავდი ფიქრებში ვერ გაიგე" მის გვერდით ვარდება ჯიმინიც.

"როგორ ხარ?თავს როგორ გრძნობ?" ეკთხება ჯინი და საწოლის კუთხეში ჯდება.

"მე მშვენივრად ეგ მინჰოს უნდა კითხო"

"ხო გავიგე რაც მოხდა"

"რათქმაუნდა გაიგებდი ვიღაცას დიდი ენა აქვს" ჯიმინისკენ იყურება.

"გაჩუმდი სკოლაში ისე შემაშინე ვინმესთვის უნდა მეთქვა" ამბობს ჯიმინი მკვლელი მზერით.

"ოჰ მაპატიე პრინცესა" ეშმაკურად უყურებს გვერდით მწოლიარე ომეგას თეჰიონი.ჯიმინი მკვლელი მზერით უყურებს და თან ჭითლდება.ვიღაცას იუნგი გაახსენდა.

"მიხარია თუ კარგად ხარ" ამბობს ჯინი.

"შენი თვალები სისხლიანი წითელი იყო და ამან შეგვაშინა ყველა"

"რას გულისხმობ წითელი?" ამბობს გავირვებული.

"წითელი თეჰიონ წითელი, ჯიმინი არ იტყუება ნამჯუნმაც დაინახა და სიმართლე გითხრა მას შემდეგ, რაც სავადმყოფოში თეთრი თვალებით გნახე აღარაფერი მიკვირს"

wrong fate - K.TH & J.JKWhere stories live. Discover now