დიდი თავია ❌
"რა ჯანდაბა გინდა ? " იყო პირველი სიტყვები, რაც ჯონქუქმა თქვა ,მას შემდეგ ,რაც კარი გააღო
და იდიოტივით მომღიმარი ნამჯუნი დახვდა." შენც გამარჯობა ."
ნამჯუნმა თავისი სხეული ვიწრო კარში შეტენა , ფაქტიურად ძალით შევიდა კარებში.
"სულ გაბრაზებული რატომ ხარ ჯონქუქ?"
იკითხა ნამჯუნმა და ბიჭის სითავხედეს მიჩვეულმა , ჩვეულებრივად გასწია მინი ბარისკენ .
ჯონქუქმა გაბრაზებულმა ამოიოხრა , ყველა ! ყოველთვის ! მის ბარში მის დაუკითხავად რატომ შედის ?!
" ვინ მიდის მეგობართან ასე ადრე სახლში , რათქმაუნდა გაბრაზებული ვიქნები ." უპასუხა მან და კარი დახურა. მან მთელი ღამე დოკუმენტებში ჩაფლულმა გაატარა ,რომელიც მამამისმა გამოუგზავნა .
ისიც კი არ შეუმჩნევია , სანა როდის წავიდა.
ის გრძნობს, რომ
სუსტადაა . მისი შინაგანი მგელი სუსტება , გაიძვერა ნაბიჭვარი უკვე სუსტდება.ნამჯუნი ბარში გაუჩინარდა . ჯონქუქი კი დაღლილი მისაღებ ოთახში დაჯდა , ტელევიზორთან და პულტი აიღო არხების მოსაძებნად. სწორედ, მაშინ ნამჯუნი გამოვიდა ბარიდან ღვინის ჭიქით ხელში .
" შუადღის სამი საათია ჯონქუქ და ხო შენ ყოველთვის გაბრაზებული ხარ ."
" მნიშვნელობა არ აქვს ." დაიცვა უცებ თავი . ნამჯუნი კი მის მოპირდაპირე სავარძელზე ჩამოჯდა.
" რა გინდა ? "" მე შენი მეგობარი ვარ ჯონქუქ და ,როცა მინდა მაშინ შემიძლია მოსვლა." ჯონქუქმა არ უპასუხა და ტელევიზორს მიაშტერდა.
" თან არც ზარებზე მიპასუხე , ეხლა ვიცი რატომაც ." ჯონქუქისთვის იმ წამს ,რომ შეგეხედათ მაშინვე მიხვდებოდით ახალი გაღვიძებული როა .
" სანას სუნს კიდევ ვგრძნობ ხომ იცი?"
სიჩუმე...
ESTÁS LEYENDO
wrong fate - K.TH & J.JK
Fantasía" მიზეზი მისი პრობლემებისა მის წინ იჯდა . ყველაფრის მიზეზი ჯონ ჯონგუკი არის ." თეჰიონი ომეგა რომელიც სკოლაში მხოლოდ იმის გამო იჩაგრება რომ ჯონგუკს იგი სძულს და ხალხს მისი სიამოვნება სურს. ნაბიჯი სიძულვილიდან სიყვარულამდე მხოლოდ ერთია შეძლებს კი გულ...