:) 24

2.3K 164 115
                                    

——————————-

თეჰიონის და მგელის წითელი თვალები ერთმანეთს აშტერდებოდნენ რამდენი ხნის განმავლობაში არავინ იცის .

თეჰიონმა ყმუილი გაიგონა თუ არა ეგრევე გარეთ გაიქცა. გარეთ გამოსულს შეშფოთებული ხალხი დახვდა .

მისი თვალები ეგრევე ნამდვილი სისხლისას შეხვდა და მისი ნახვით ბედნიერება ერთიანად მოეძალა . ნამდვილი სისხლი უკან დაბრუნდა . უნდა , რომ
მასთან გაიქცეს და ჩაეხუტოს , მაგრამ წინა შეხვედრის შედეგების გათვალისწინებით არ იცის მგელს რა რეაქცია ექნება .

" მასთან ლაპარაკი სცადე თეჰიონ " ომეგამ მთავარი ალფის ხმა გაიგონა . თეჰიონი ნაბიჯებს დგავს მგელისკენ ის კი არ იძვრის ადგილიდან უბრალოდ უყურებს . ომეგა ნელ-ნელა ახლოს მიიწევს და ალფის ღრენა ესმის . თეჰიონი ჩერდება შეშინებული ის კი , არაა თითქოს მგელია , მაგრამ რისი?

" ქუუ—" მგელი ტრიალდება და გასასვლელისკენ მიდის . არაა ისევ ვერ წავა . "დახურეთ კარიბჭე!" ყვირის ომეგა . კარიბჭეც იხურება და გაბრაზებული ნამდვილი სისხლი ომეგისკენ ტრიალდება . იმხელაზე ღრიალებს , რომ რეზერვაციის წევრები თავს ხრიან . ნამდვილი სისხლი თავის დომინანტურ ბუნებას ავლენს . თეჰიონს ფეხები უკანკალებს .

" გთხოვ თეჰიონ არ მისცე წასვლის უფლება " ჩუმად ძლივს ძლივობით ამბობს მთავარი ალფა . მოიცა ისიც ემორჩილება ნამდვილ სისხლს ? გარშემო იყურება ომეგა და ხედავს ყველა მუხლებზე როგორაა . მარტო მთავარი ალფა დგას ცალ მუხლზე და თავი აწეული აქვს ცდილობს თავისი რეპუტაციაა არ დაკარგოს .

თეჰიონს უკვირს , რომ მისი საცოდავი ომეგა კიდევ ფეხზე დგას . ცოტახანი და ისიც დაეცემა . თეჰიონი  წკმუტუნებს , თავს ხრის და მუხლებზე ვარდება . კარიბჭე ისევ იღება მცველებს არ შეუძლიათ ახლა ომეგას დაემორჩილონ.

თეჰიონი თავს წევს და ნამდვილი სისხლის თვალებს ეჩეხება , რომელიც ბრაზით აღარ უყურებს . ომეგას უნდა , რომ მგელს დაელაპარაკოს , მაგრამ ხმა არ ამოსდის პირიდან.

wrong fate - K.TH & J.JKWhere stories live. Discover now