34

251 24 15
                                    

ბედნიერება მიღწევადია.
ესარის სიტყვები რისიც ჯონქუქმა დაიჯერა თეჰიონთან რამდენიმე წლიანი ყოფნის შემდეგ. თეჰიონმა ის უკეთეს ადამიანად აქცია. ასწავლა მას ბედნიერება, სიყვარული , და სიხარული რომელიც მასთან
ყოფნას მოაქვს.
ეს თვითონ თეჰიონია ჯონქუქის ბედნიერება. მაგრამ როცა მის
წინაშე ჰოსპიტალის საწოლზე მწოლიარე მეწყვილეს
უყურებს ჯონქუქი
ხვდება , რომ მარტო ბედნიერება არარის თეჰიონი. ის ყველაფერია. ჯონქუქის ცხოვრებაა.

" ნუ ღელავთ ის მალე მოვა გონზე" ეუბნება ჯონქუქს ომეგა ექთანი მას შემდეგ რაც უგონო ომეგას ამოწმებს.

" ვერ ვხვდები ამდენი დღის განმავლობაში რატომ არ იღვიძებს" ამბობს ლამის ტირილით ომეგას დედა.

" მან ბევრი სისხლი დაკარგა, მისი მგელიც სუსტადაა ,მაგრამ მალე გაიღვიძებს. კიდევ ერთხელ ვწუხვარ თქვენი დანაკარგის გამო"
თავს ხრის ექთანი და ოთახიდან
გადის. ჯონქუქი გრძნობს ,რომ მისი რაღაც ნაწილი დაიკარგა. მართალია მას ბავშვი არც უნდოდა ,მაგრამ არდაბადებული შვილის დაკარგვა მაინც მძიმედ ურტყამს გულზე. ასეთი ტკივილი ალფაე ჯერ არ განუცდია.

ყველაფერი მისი ბრალია. სწორედ მის გამო წევს თეჰიონი პალატაში, რომელმაც ჯერ მისი არდაბადებული შვილის დაკარგვაც არ იცის.
ჯონქუქმა არ იცის რამდენი ხანია რაც ომეგას საწოლთანაა , მაგრამ
თავს დამნაშავედ გრძნობს , მისი მეწყვილის და არდაბადებული შვილის წინაშე. ის მათი
იმედგაცრუებაა, რომელმაც ვერ მოახერხა მათი დაცვა და თავის მოვალეობის შესრულება.

მისი მეწყვილეს ირხევა და თვალებს ახელს. ჯონქუქის ყველა რეფლექსი განგაშშია , სწორედ მაშინ მოდის აზრზე , როცა თეჰიონის გახელილ უემოციო თვალებს ხედავს.

როგორ შეხედოს სახეში და უთხრას , რომ მისი სისუსტის გამო მოხდა ყველაფერი? რომ მისი ბავშვი ვერც დაიბადება?

ჯონქუქი ნერწყვს ძლივს ყლაპავს და ყელიდან ისეთ ხმას უშვებს , რაც აქამდე არასდროს ჰქონია.

" ჰეი-"

" დედაჩემი სადარის?" სიცარიელით სავსე თვალებით კითხულობს თეჰიონი, გეგონება ალფას კი არა ჰაერს უყურებს.

" მე არ- ის ალბათ გარეთ არის შენ მეგობრებთან" პასუხობს ალფა.

ოთახში სიჩუმე და სიცივე ისადგურებს.

" თეჰი-" იწყებს ალფა , მაგრამ ომეგა აწყვეტინებს.

" ახლა არა ჯონქუქ" ისე წარმოთქვამს მის სახელს , რომ ალფას ჟრუანტელი უვლის ტონზე.
" ახლა არ მსურს შენთან ლაპარაკი, და საერთოდ არც შენი დანახვა მინდა."

თეჰიონმა იცის. გრძნობს , რომ ბავშვი დაკარგა. ალბათ ომეგას
ალფა უკვე ძულს.

ამაზე ფიქრიც კი ჯონქუქს გულს
უხლეჩს.

" თეჰიონ მომისმინე" ტირილით ამბობს ლამის ალფა, მაგრამ ჩუმი ძლივს ამოთქმული
"გთხოვ გაჩერდი" აჩერებს.

" კარგი მე-მე მე წავალ დედაშენს დავუძახებ" ფეხზე დგება ალფა და უკან მოუხედავად გადის პალატიდან . მას ახლა წასასვლელიც არსად აქვს ყველა
გზა მოჭრილია, ამიტომ
უკან არც იხედება.

ყველაფერი სტკივა.

*

" თავს როგორ გრძნობ?"

"კარგად ვარ დედა. ექიმები უმიზეზოდ ხომ არ გამომწერდნენ"

ომეგა წინა დღით გამოწერეს ჰოსპიტალიდან , და ისიც რეზერვაციის სახლში დაბრუნა და არა თავის მეწყვილესთან.

ცოტა დრო სჭირდება ჯონქუქისგან მოშორებით, რომ მისი არდაბადებული ბავშვი გამოიგლოვოს. ყველაფერი სტკივა და ამავდროულად გაბრაზებულია. ჯონქუქის ბრალია, მისი ბრალიცაა.

მისი ბრალია, არ უნდა გაქცეულიყო. ეკონტროლებინა მისი ემოციები. რომ არ გაქცეულიყო ვინიცის ახლა მისი შვილი ცოცხალი იქნებოდა.
მართალია ეს  ჯონქუქის მიმართ არაა სამართლიანი , მაგრამ ის ხომ ომეგაა? საკუთარი ნაწილის გაშვებას და ტკენას ურჩევნია მომკვდარიყო.

" რაც მოხდა მოხდა" იმეორებს თავში მანტრასავით, მაგრამ
ფიქრებს და დანაშაულის გრძნობას ეს არ შველის.

—————————————————
ამ დრაფტს ხო არაფერი ეშველა იდოს აქ...
დავამთავრებ იქით საუკუნეში
მანამდე მოგიწოდებთ AO3-ზე გადახვიდეთ 🌷

wrong fate - K.TH & J.JKМесто, где живут истории. Откройте их для себя