თეფშის ძირს დავარდნის ხმამ მთელი კაფეტერია აიძულა ყურადღება ბიჭისკენ გადაეტანათ , რომელიც ძირს დახრილიყო .
კიმ თეჰიონი ძირს დახრილიყო და თავის ლანჩს უყურებდა იატაკზე , მისი მჩაგვრელები ხალხთან ერთად კი მას დასცინოდნენ ,ის კი ცდილობდა თვალებში ჩამდგარი ცრემლი შეეკავებინა , რომ მისი მჩაგვრელების, წინ არ ატირებულიყო და სისუსტე არ დაენახა მათთვის. თავი მაღლა ასწია და ცრემლიანი თვალებით შეხედა მას ვინც ამ პრობლემების მიზეზი იყო . მიზეზი ,რატომაც ყველას ძულდა ის და ჩაგრავდა თვით ჯონ ჯონქუქი იყო რომელიც მის წინ იჯდა.
ყველამ იცოდა ,რომ ჯონქუქს თეჰიონი სძულდა . ხალხი კი ჯონქუქის გულის მოსაგებად მას ჩაგრავდა .
პირველად როცა ,თეჰიონი ჯონქუქს შეხვდა 6 წლის იყო, ის კი 5 ის . იგი პირველად ბუსანის რეზერვაციაში დეიდამ მიიყვანა დაეგუს რეზერვაციიდან, მას შემდეგ რაც ,მისი მშობლები განდევნილებთან შეტაკების შემდეგ გარდაიცვალნენ. თეჰიონი ბავშვებთან სათამაშოდ წავიდა ,მაგრამ სანამ მათ მხიარულობაში შეუერთდებოდა მანამდე გადაწყვიტა ბიჭთან მისულიყო ,რომელიც ხესთან მარტო იჯდა და თეჰიონმაც იფიქრა, რომ იგი მარტო იყო და მეგობარი სჭირდებოდა ,მაგრამ ეს ყველაზე დიდი შეცდომა იყო მის ცხოვრებაში.
კიმ თეჰიონს ყველა იცნობდა ისეთ ადამიანად ,რომელსაც კლასში ყველაზე რთულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა შეეძლო, მაგრამ არსებობს ისეთი კითხვა ,რომელზეც თეჰიონს პასუხი არ აქვს "რატომ სძულს ჯონქუქს ისე ასე ძალიან?" რა დაუშავა მას?
მაგრამ საქმე ისაა ,რომ თეჰიონს ამ კითხვებზე არ აქვს პასუხი ,იმიტომ რო იგი არც არსებობს . პირველად როცა ,მას დაელაპარაკა და უბრალოდ "გამარჯობა' უთხრა მუშტი მიიღო ყბაში , მეორედ კი ,როდესაც გამოლაპარაკება სცადა კიბიდან დაგორდა და ლამის მოკვდა.
ჯონქუქს იგი მას შემდეგ ეზიზღება ,რაც პირველად შეხედა მას და გამოელაპარაკა.
თეჰიონი თავისი ფიქრებიდან მაშინ ,გამოფხიზლდა როცა ,მხარზე რბილი შეხება იგრძნო და შეწუხებულ ომეგას შეხედა.
"კარგად ხარ?" კითხა ჯიმინმა მას ,იმდენი ხანი იჯდა იატაკზე თავჩახრილი ,რომ როცა ,კაფეტერიაში მიმოიხედა ზოგს ლანჩის ჭამა დაემთავრებინა კიდეც და მას ყურადღებას არავინ აქცევდა.
"კარგად ვარ მადლობა ჯიმინ" პარკ ჯიმინი ლამაზი ომეგა ლამაზი სულით მისი მეგობარი არ იყო ,მაგრამ ისინი ხშირად საუბრობდნენ. თეჰიონს არ ჰყავდა მეგობრები რადგან ,არავის უნდოდა ჯონქუქის წინააღდეგ მის მხარეზე ყოფილიყო. ჯიმინი კი ჯონქუქის მეგობრის მეწყვილე ,პარტნიორი იყო ამიტომაც იგი უსაფრთხოდ იყო. ჯონქუქს ორი მეგობარი ყავდა იუნგი და ნამჯუნი .ორი ალფა რომელსაც იგი ელაპარაკებოდა მისი შეყვარებული სანას ჩათვლით .
"მოდი ადექი მე ამას გავასუფთავებ ,შენ კი წადი და რამე ჭამე"
"მადლობა ჯიმინ ,მაგრამ არ გინდა მე დავსუფთავებ არაა საჭირო."
"ნუ სულელობ" უთხრა ჯიმინმა " მე უკვე ,ვჭამე ჩემი ლანჩი შენ კი არ გიჭამია ცოტახანში ზარიც იქნება და ვერ მოასწრებ ,ამიტომ წადი "
"მადლობა ჯიმინ"
თეჰიონმა იცოდა ,რომ ფული აღარ ქონდა ,რომ ლანჩი კიდევ ერთხელ ეყიდა ,ამიტომ გადაწყვიტა პირდაპირ ინგლისურის კლასისკენ გაეწია.მას სურდა ,რომ ისე ესწავლა ინგლისური რომ ერთ დღეს თავისუფლად შეძლებოდა ლაპარაკი. კარები შეაღო კლასის და კიდევ 3 ბავშვი დაინახა კლასში მჯდომი ზარამდე ჯერ ადრე იყო ,ამიტომ გაუხარდა ,რომ "შკოლნიკი" მარტო ის არ აღმოჩნდა .
თეჰიონი წინა სკამებზე დაჯდა მისი მწვალებლები ჯერ აქ არ იყვნენ ,მაგრამ ჯონქუქიც დადიოდა იძულებით ამ კლასებზე ინგლისურის სასწავლად რადგან ,მომავალში იგი ბუსანის რეზერვაციის ალფა გახდებოდა. ბუსანის რეზერვაცია კორეაში ყველაზე დიდი ძლევამოსილი და მდიდარი რეზერვაციაა იყო ,იგი სხვა რეზერვაციებსაც მართავდა და ჯონქუქის ალფად გახდომის შემდეგ ეხლანდელი ბელადი გეგმავდა მის გაფართოებას უცხოეთშიც ,ამიტომ ჯონგუკს ინგლისური ესაჭიროებოდა. შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა თეჰიონმა თავისი მტრის შესახებ ამდენი საიდან იცის ,მაგრამ როცა ,მისი დეიდა ბუსანის რეზერვაციაში მუშაობდა მან ყველა მომხდარი ამბავი იცოდა დეიდამისის წყალობით.
YOU ARE READING
wrong fate - K.TH & J.JK
Fantasy" მიზეზი მისი პრობლემებისა მის წინ იჯდა . ყველაფრის მიზეზი ჯონ ჯონგუკი არის ." თეჰიონი ომეგა რომელიც სკოლაში მხოლოდ იმის გამო იჩაგრება რომ ჯონგუკს იგი სძულს და ხალხს მისი სიამოვნება სურს. ნაბიჯი სიძულვილიდან სიყვარულამდე მხოლოდ ერთია შეძლებს კი გულ...