"შენ წამომიყვანე ,როცა ისიც კი არ იცოდი ბავშვი როგორ , გაგეზარდა შენთვითონაც 17 წლის ბავშვი იყავი ნუნა ,თინეიჯერი ნუნა , მაგრამ შენ მიმიღე შემიყვარე და გამზარდე,როცა ჯერ კიდევ ჩემს მშობლებს და შენც მეწყვილეს გლოვობდი ." მეწყვილის ხსენებისას დეიდა ჯივომ თავი ძირს დახარა და ის პერიოდი გაიხსენა ის რამოდენიმე თვე ,რომელიც თავის მეწყვილესთან გაატარა , იგი თეჰიონის მშობლებთან ერთად დაიღუპა ბრძოლაში .
"შენ ჩემთვის იმედი არ გაგიცრუებია ნუნა , შენ ის გააკეთე ,რაც დედაჩემა ვერ გააკეთა , შენ გადამარჩინე ნუნა ." სანამ ამ ყველაფერს თეჰიონი ჯივოს ეუბნებოდა ორივენი ტიროდნენ და ერთმანეთს ეხუტებოდნენ .
"ჩვენ ერთმანეთი გადავარჩინეთ ,ჩემო პატარა " თქვა მან და ლოყებიდან ცრემლები მოიწმინდა "ჩვენ ერთმანეთი გადავარჩინეთ "
გაიმეორა მან და გაიღიმაა ცრემლიანი სახით , რომელიც საკმაოდ სასაცილოდ გამოვიდა. თეჰიონს აღარ შეეძლო ღიმილის შეკავება , დეიდამისისკენ მიიწია და ცრემლები ფრთხილად მოწმინდა ლოყებიდან .
" წამოდი ჩემო ბოთე საუზმე გავამზადე , ჯერ ძალიან ადრეა ცრემლების დასაღვრელად , მოწესრიგდი და ,რომ მორჩები ჩამოდი ვჭამოთ." ადგა და ოთახიდან გავიდა .
თეჰიონი საწოლზე უკან გადაწვა და ჭერს ახედა , დეიდამისი მართლა მის საუკეთესოს აკეთებდა მისთვის .
თეჰიონს კი ერთადერთი, რაც შეეძლო მისი გაბედნიერება იყო ,რომ მისით ეამაყა დეიდამისს.
ადგა სააბაზანოში შევიდა , მოწესრიგდა და დაბლა ჩავიდა .
პატარა სამზარეულოში ,რომელიც მისი პატარა სახლის ნაწილი იყო და თეჰიონისთვის საყვარელი კუთხე იყო, დეიდამისი დახვდა ,რომელსაც საჭმელი უკვე გაემზადებინა და თეჰიონმაც ყოყმანის გარეშე დაიწყო ჭამა .
"კარგი დღეს შეგეშვები თე ,მაგრამ ხვალ სკოლაში უნდა წახვიდე ,ყოველთვის ვერ გააცდენ, ვწუხვარ ვიცი ,რომ ძნელია " ამოიხვნეშა მან " ყველა ცუდი ისაა ,რომ არაფრის გაკეთება შემიძლია , მაგ ნაძირლებისთვის .... ალფა ,რომ გვყავდეს ოჯახში... უფრო მარტივი იქნებოდა " ხმა გაებზარა ჯივოს და ღიმილით გადაფარვა სცადა ,რომელიც სამწუხაროდ არ გამოუვიდა ძნელია მისთვის ,როცა თავის ერთადერთ დისშვილს , თავის ერთადერთ ოჯახს , უყურებს როგორ დღეშია და მისთვის ძნელია ალფის გარეშე
მისი მეწყვილის გარეშე ...
იცის ,რომ თეჰიონის სახიდან ღიმილი დიდი ხნის წინ სწორედ , იმ ნაბიჭვრების გამო გაქრა რომლებმაც , საკუთარი "ძალაუფლების " გამოყენება ცუდად გადაწყვიტეს და მას მართლა არაფრის გაკეთება შეუძლია ამასთან დაკავშირებით. რასაც აკეთეებს იმაზე უფრო 100 ჯერ მეტს ცდილობს და ისიც იცის ,რომ თეჰიონს იგი უყვარს და დეიდამისის გაწვალება და უფრო მეტად დასტრესვა არ უნდა , მაგრამ ამბობენ დეიდას დედის სუნი აქვსო .
როგორც დედის გული ძგერს ისე უძგერს მას თეჰიონისთვის და მასაც უნდა ,რომ მისი პატარა ბედნიერი იყოს .
" მართალია ალფა არ გვყავს ,მაგრამ თეჰიონ კარგიი ისაა ,რომ მალე შენს მეწყვილეს შეხვდები და ყველაფერი მოგვარდება ის დაგიცავს ."
" უკვე თვეებია 17 წლის ვარ ნუნა და ის ჯერ კიდე არ გამოჩენილა. " თქვა თეჰიონმა და გულ-ნატკენმა თავი ჩახარა . რა მოხდება თუ მეწყვილე არ ყავს ? იქნებ ვერასდროს შეხვდეს მას .
ფიქრებიდან მაშინ, გამოფხიზლდა ,როცა მხარზე თბილი ხელის შეხება იგრძნო .
" ჰეი ამაზე ფიქრზე თავს ნუ დაიღლი , შეიძლება შენი მეწყვილე ჯერ 17 წლისაც კი არ არის ."
მართალიაა , ომეგებს არ შეუძლიათ თავისი მეწყვილის სუნი იგრძნონ, სანამ მათი მეწყვილეები დანთქმულ ასაკს არ მიახწევენ . შეიძლება მისი მეწყვილე ჯერ არ არის 17 წლის , ან შეიძლება უფრო უარესი ის ბავშვია .
"ან " ჯივომ თეჰიონს ხელი მიარტყა ,რომ დარწმუნებულიყო თუ უსმენდა " ან შეიძლება ის შორეული პრინცია ,რომელიც სხვა მიწაზე ცხოვრობს და პრინცი ,რომელიც თავისი პრინცესის წასაყვანად მოვა " როცა თეჰიონი მიხვდა ,რომ წითლდებოდა უფრო მეტად შერცხვა და დაბლა დაიხედა , დეიდამისისგან დასამალად .
ის ზედმეტად რომანტიკოსია ესეთ საკითხებში .
" ოჰ შეხედეთ პრინცესა წითლდება " გაიცინა ჯივომ
"ნუნა გეყოფა , არ ვარ პრინცესა ."
ტუჩები გამობზიკა თეჰიონმა გაბრაზების ნიშნად ,მაგრამ არ გამოუვიდა და დეიდამისთან ერთად დაიწყო სიცილი
" ასაკზე ლაპარაკზე გამახსენდა , მთავარი ალფის შვილი , ჯონქუქი 17 წლის ხდება შაბათს " თეჰიონს აჟრჟიალებს სახელის გაგონებისას , შიშისგან თუ სხვა რაღაცისგან არ იცის და არც უნდა რომ იცოდეს .
~~~~~~~~~~~~~~~~~~~
KAMU SEDANG MEMBACA
wrong fate - K.TH & J.JK
Fantasi" მიზეზი მისი პრობლემებისა მის წინ იჯდა . ყველაფრის მიზეზი ჯონ ჯონგუკი არის ." თეჰიონი ომეგა რომელიც სკოლაში მხოლოდ იმის გამო იჩაგრება რომ ჯონგუკს იგი სძულს და ხალხს მისი სიამოვნება სურს. ნაბიჯი სიძულვილიდან სიყვარულამდე მხოლოდ ერთია შეძლებს კი გულ...
