Pls ignore some mistakes (
თეჰიონი მის წინ მყოფ ქალს მკაცრი სახით უყურებს. ვინმე სჭირდება, რომ ბრაზი გადმოანთხიოს, მაგრამ ქალსაც ეტყობა, რომ თავადაც მსხვერპლია. მარცხენა თვალი სულ ჩალურჯებული ჰქონდა ხილულ სხეულის ნაწილებზე კი სულ ნაკაწრები და ცემის კვალი ეტყობოდა.
თეჰიონს უნდოდა ვინმე დაედანაშაულებინა მას შემდეგ ,რაც ის საცოდავი ალფა გაიქცა. ომეგა არასდროს უჭერდა მხარს ძალადობას, თუმცა, დარწმუნებული იყო, ის ალფა ,რომ არ გაქცეულიყო, რამდენიმე ორგანოს აუცილებლად დაუზიანებდა.
თეჰიონმა ალფის მზერა იგრძნო და მისკენ მიიხედა. ჯონქუქი ოდნავ უღიმოდა. ომეგაც შეეცადა გაეღიმა, თუმცა ჯონქუქის მზერიდან გამომდინარე დაასკვნა, რომ ვერ გამოუვიდა. თეჰიონმა ამჯერად დაბლა დაიხედა და მის ფეხს მიწებებულ მძინარე გეონს შეხედა. ბიჭი მთელი სხეულით ეკვროდა და მშვიდად სუნთქავდა.
თეჰიონმა საბოლოოდ მზერა მის წინ მჯდომ ქალზე გააჩერა პასუხის მოლოდინში.
"მე-" ქალმა აკანკალებული ხმით დაიწყო საუბარი, მაგრამ ვეღარ გააგძელა. ხელები საშინლად უცახცახებდა და ტუჩებიც უკანკალებდა. ომეგამ იცოდა, რომ მას დასამშვიდებლად დრო სჭირდებოდა, მაგრამ თეჰიონს არ ჰქონდა დრო. უნდოდა ახლავე გაეგო ყველაფერი და ეს სახლი მშვიდად დაეტოვებინა.
"მე-მე მისი დაცვა ვერ შევძელი. ბ-ბოდიში"
"გეონს რა გაუკეთა? რამდენი ხანია ,რაც ეს გრძელდება?" ომეგას არ უნდოდა მისი ხმა ასეთი უხეში ყოფილიყო, მაგრამ ახლა მართლა მთელი ძალებით ცდილობდა ბრაზის გადაყლაპვას.
"გეონი ჩემს დ-დაცვას ცდილობდა და მა-მაშინ დაზიანდა" ქალმა, როგორც იქნა, ამოხედა ომეგას. "მხოლოდ მაშინ სცემდა, როცა ჩემს დაცვას ცდილობა. მე, მე ვცდილობდი-" და ქალმა ისევ ტირილი დაიწყო.
თეჰიონმა არ იცოდა ქალისთვის ისეთი რა უნდა ეთქვა, რაც დაამშვიდებდა, ამიტომაც ჩუმად ყოფნა არჩია მანამ, სანამ თვითონ არ აიყვანდა თავს ხელში.
BINABASA MO ANG
wrong fate - K.TH & J.JK
Fantasy" მიზეზი მისი პრობლემებისა მის წინ იჯდა . ყველაფრის მიზეზი ჯონ ჯონგუკი არის ." თეჰიონი ომეგა რომელიც სკოლაში მხოლოდ იმის გამო იჩაგრება რომ ჯონგუკს იგი სძულს და ხალხს მისი სიამოვნება სურს. ნაბიჯი სიძულვილიდან სიყვარულამდე მხოლოდ ერთია შეძლებს კი გულ...