" ვაუვ ეს მართლაც გემრიელია." თქვა ჯივომ ბედნიერად. თუ არსებობს ისეთი ადამიანი რომელსაც თეჰიონზე მეტად უყვარს საჭმელი, ეს მისი ნუნა იქნება.
ჯინისგან რამდენიმე საათის წინ დაბრუნდა. თეჰიონმა დარჩენილი ტებოკი კონტეინერით წამოიღო. ბედნიერმა ომეგამ ყველაფერი მოუყვა დეიდამისს ,რაც ჯინთან მოხდა.
" მგონი მასთან უნდა გადავცხოვრდე, ნამჯუნი იღბლიანი ძუკნა ." თქვა ჯივომ ჯერ კიდევ ღეჭვით.
ორივემ ხმამაღლა გაიცინა.
" სკოლის შემდეგ ყოველდღე ჯინთან ვიქნები ,რომ მეც მასწავლოს ."
" ვაუვ თე გაკვირვებული ვარ შენ ,რომ ასე მოამზადო დამიჯერე შენი მეწყვილე არასდროს დაგტოვებს."
" ნუნა ყველა შენნაირი ღორმუცელა კი არაა ." უფროსმა გაკვირვებულმა შეხედა. " ეგ ყველაფერი შენით მოიგონე ხომ ? ეგ სიტყვა რამე ახალია?"
" არა ნუნა ეგ ნიშნავს ადამიანს, რომელსაც ჭამა შენსავით უყვარს."
" დებილი " ჩაიბურტყუნა დეიდამისმა.
თეჰიონს ეგრევე ბოგუმი გაახსენდა. ბეტა,რომელთანაც ერთად პაემანზე იყო ჯივო.
"ბოგუმი როგორ არის ნუნა?"ჯივომ ეგრევე შეწყვიტა ჭამა და გაწითლებული სახით შეხედა თეჰიონს.
"რა ჯანდაბაა თეჰიონ !ვჭამ მე აქ ." თქვა უკმაყოფილოდ ჯივომ." უკვე შეგიყვარდა ნუნა." განაცხადა ამაყად თემ.
"ნეტა შენ რა იცი სიყვარულზე ერთი?"
" ოჰ კარგი რა 6 წლის არ ვარ ."
" უფს მაგდენის მეგონე ." თქვა ნაგლური ღიმილით დეიდამისმა.
"საერთოდ არ არის სასაცილო , და კარგი მცდელობაა თემის შეცვლის ."
" ბოლოს და ბოლოს ვცადე" თქვა ჯივომ.
" შეგახსენებ ცადე."
უფროსმა ამოიხვნეშა იცოდა ,რომ ესე მარტივად ვერ დაუძვრებოდა თეჰიონს.
"კარგი თე, ის სასიამოვნო ადამიანია და ძალიან მომწონს. მას უნდა ,რომ შენ შეგხვდეს იმედი მაქვს შენც მოგეწონება და მიიღებ მას."
" ნუნა თუ შენ ის გაბედნიერებს მაშინ მეც გამიხარდება, უკვე მას რამდენიმე თვეა იცნობ მართალია მარა ,ისევ გაბრაზებული ვარ ჩემგან დამალვა, რომ სცადე." თქვა თეჰიონმა და გადაამოწმა დეიდამისი თუ უსმენდა.
" მე ვხედავ რა ბედნიერი ხარ ნუნა ამ კვირების განმავლობაში და მე შენ გადაწყვეტილებას ვენდობი, ნუღარ დააყენებ შენს თავს უკან , დროა შენს ბედნიერებაზე იფიქრო."
" მე ყოველთვის შენზე ვფიქრობ ძვირფასო."
" ვიცი ,მაგრამ დროა შენი თავი დააყენო წინა პლანზე." მან ლაპარაკი ცადა , მაგრამ თეჰიონმა არ დააცადა და გააგრძელა "მე კარგად ვიქნები, ჩემს გამო ნუ შეჩერდები. "
" შეიძლება იმაზე ველაპარაკე ,რომ ორივე გადავიდეთ მასთან ." ამოიხვნეშა მან
" ნუნააა"
" მისმინე მან იცოდა ,რომ შენს გამო ვიკავებდი თავს,მე ისევ პასუხისმგებელი ვარ შენზე თე , შენ ჯერ კიდევ თინეიჯერი ხარ ."
" მე 17 წლის ვარ და ზოგი ომეგა ამ ასაკში ორსულადაც კი არის ."
"მართალია მარა რადგან შენ არ ხარ , აქ რჩები ჩემთან . დისკუსიის დასარული. მე ვწვები, ხვალ ადრე უნდა ავდგე და ლუნას მივეხმარო, საჩუქრის ყიდვაში."
"ნუნა მე დავალაგებ აქაურობას." თეჰიონმა თეფშები აიღო. "წადი დაწექი დაღლილი ჩანხარ ."
" მადლობა საყვარელო." დაამთქნარა ჯივომ.
"ბოდიში" ჩაიბურდღუნა მან " ხვალ ადრე ადექი ,რომ სკოლაში წახვიდე , ძილინებისა ."
თეჰიონმა ამოიხვნეშა , რათქმაუნდა სკოლა , ის ჯოჯოხეთის კარიბჭე როგორ დაავიწყდება . ბოლოს და ბოლოს მას ახლა ჯინი ჰყავს მისი ცხოვრება ახლა ცოტათი კარგი იქნება ,სულ ცოტათი ბედნიერი ....
ხომ შეიძლება ?
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
მოდით ჯონგუკის მხრიდანაც მოვისმინოთ ისტორია
❤️❤️❤️
ВЫ ЧИТАЕТЕ
wrong fate - K.TH & J.JK
Фэнтези" მიზეზი მისი პრობლემებისა მის წინ იჯდა . ყველაფრის მიზეზი ჯონ ჯონგუკი არის ." თეჰიონი ომეგა რომელიც სკოლაში მხოლოდ იმის გამო იჩაგრება რომ ჯონგუკს იგი სძულს და ხალხს მისი სიამოვნება სურს. ნაბიჯი სიძულვილიდან სიყვარულამდე მხოლოდ ერთია შეძლებს კი გულ...