6

1.3K 136 7
                                    

სოკჯინმა მანქანა საკმაოდ კარგი დიზაინის მქონე სახლის წინ დააპარკინგა.

"კეთილი იყოს შენი მობრძანება , თე ჩემს სახლში."  თეჰიონს არ ეგონა 3 საათის გაცნობილ ადამიანთან იმდენად კომფორტულად თუ იქნებოდა , რომ უკვე ზედმეტსახელებზეც გადასულიყვნენ.

თეჰიონმა თავი დაუკრა და გაუღიმა ჯინს.

თეჰიონმა იცოდა , რომ ჯინი ნამდვილად კარგი ადამიანი იყო, მაგრამ არ ეგონა ასეთი სასიამოვნო პიროვნება თუ იქნებოდა. მას დღევანდელ დღემდე ის სულ ორჯერ ყავს ნანახი. ომეგამ თავი დაუხარა მას და გაუღიმა პირველად როცა სკოლის ჭიშკრის გარეთ ნახა. თეჰიონი კი შოკირებული იყო ,რადგან ადამიანები ჩვეულებრივ არ იმჩნევენ მის არსებობას ხოლმე. შემდეგ კი მან დაინახა ძალიან ლამაზი კაცი , რომელიც ძალიან ძვირადღირებულ მანქანასთან იდგა კარგი ტანსაცმლით და მას უღიმოდა. ასეთი რაღაცეები თეჰიონის ცხოვრებაში ზოგადად არ ხდებოდა . უმეტესად ადამიანები ცხვირს იბზუებდნენ ან აფურთხებდნენ თეჰიონის გვერდით გავლის შემდეგ. ნუ ეს ის პრივილეგირებული იდიოტები იყვნენ ,რომლებსაც თავი დიდ რამედ მოჰქონდათ.

თეჰიონს რათქმაუნდა, სურდა უფრო მეტი გაეგო ამ ლამაზი ომეგის შესახებ , რომელიც მას ელოდებოდა და შეიძლება დაიმალა ხის უკან და ისე უთვალთვალებდა,მაგრამ დიდხანს არ მოუწია ლოდინი , იმიტომ რომ კიმ ნამჯუნი ჯონქუქის მეგობარი გამოჩნდა, დაიჭირა ომეგა და ღრმა კოცნაში ჩაითრია.

თეჰიონმა გვერდით გაიხედა სირცხვილისგან. მას კიმ ნამჯუნის ომეგაზე ბევრი ჰქონდა გაგებული და ეგრევე მიხვდა ვინ იყო ეს მომხიბვლელი მამაკაცი.

"თე დამეხმარე შეტანაში" გაიგონა თეჰიონმა ჯინის ხმა ,რომელმაც მანქანის საბარგულს თავი ახადა.

რამოდენიმე წუთი ისინი პროდუქტების სახლში შეტანას მოუნდნენ.

"ბოლოა?"იკითხა ჯინმა , თეჰიონმა კი თავი დააქნია.
"მადლობა ღმერთს დავიღალე." თქვა სოკჯინმა.

wrong fate - K.TH & J.JKWhere stories live. Discover now