26

2.4K 156 178
                                        


"რამდენიმე თვის შემდეგ , როცა პირველად გარდავისახე , ის სხვანაირი იყო- ვგულისხმობ მის სუნს. ის პირველი ადამიანი იყო , რომლის სუნმაც ღებინების შეგრძნება გამიჩინა. ჩემს ერთ ნაწილს მასთან თამაში უნდოდა მეორეს კი მისგან შორს ყოფნა სურდა , ამიტომაც ამმმ ანუ როცა ის მე დამელაპარაკა - დავარტყი"

ჯონქუქი დარცხვენილი წევს თავს და თვალებს მოხუცს უსწორებს , რომელიც გაგრძელებას სთხოვს.

" მაშინაც ვატკინე , როცა 6 წლის ვიყავი. ჩემი დაბადების დღე იყო , მამაჩემს სეულში დაწესებულებაში ვყავდი და იქიდან კი ახალი გამოსული ვიყავი"

" დაწესებულებაში?" კაცი დაკვირვებით კითხულობს.

ჯონქუქი ხმას იწმინდავს ამ საკითხზე არავისთან უსაუბრია . ეზიზღება ამ ყველაფერზე ლაპარაკი , მაგრამ კაცი მას თავს კომფორტულად აგრძნობინებს.

შეიძლება , იმიტომ რომ კაცი მას ყველაზე კარგად უგებს. მოხუცმა მას მის ძმაზე მოუყვა, რომელიც ნამდვილი სისხლი იყო. ჯონქუქმა საკუთარი თავი აღმოაჩინა მის ძმაში შეიძლება მაგიტომაც ენდობა კაცს.

" მე რამოდენიმე დღე სპეციალურ დაწესებულებაში ვიყავი" ჯონქუქი მოხუცის სახის ცვლილებას ხედავს.

" მაგრამ იქაც ბევრი პრობლემა შევქმენი , ამიტომაც ჩემი გამოყვანა მოუხდა" ამბობს , განწყობის ცოტა ასამაღლებლად. ვერ აიტანს ალფა , რომ ვინმეს ეცოდებოდეს.

" მაგ დღეს თეჰიონს საშინელი რამ გავუკეთე, კიბიდან დავაგორე"

" რატომ?"

" ის დამელაპარაკა მე კიდე მუძლდა მისი არსებობა. მე თვითონაც არ ვიცი ამის მიზეზი რა იყო , უბრალოდ მინდოდა ჩემგან მოშორებით დაეჭირა თავი , მაგრამ მან არ მომისმინა" ჯონქუქს ხელები კანკალით მიაქვს სახესთან და ცდილობს სუნთქვა დაარეგულიროს. " უბრალოდ მინდოდა , რომ მარტო დავეტოვებინე, მაგრამ როცა ვერაფერი შევაგნებინე ხელი ვკარი. ის აღარ გამითვალისწინებია , რომ კიბესთან ახლოს იდგა და როცა გადავარდა მმე - მე- მისი დაჭერა ვცადე , მაგრამ გვიანი იყო."

wrong fate - K.TH & J.JKWhere stories live. Discover now