14

1.5K 148 36
                                    

თეჰიონმა თვალები დახუჭა , უარყოფის მოლოდინში.

სიჩუმე....

მან თვალები გაახილა და ჯონქუქს შეხედა. ჯონქუქმა პირი გააღო , მაგრამ სიტყვები პირიდან არ ამოუვიდა ?
დამუნჯდა? 
მან სხვებს გახედა დარბაზში , ყველა შოკირებული იყო.

ნამჯუნს პირი ჰქონდა ღია . მთავარი ალფა გაყინული იდგა.

ჯონქუქი ლაპარაკობდა ,მაგრამ სიტყვები არ ისმოდა , თეჰიონი დაყრუვდა თუ ჯონქუქს რამე სჭირს ? ის თვითონაც შოკირებული იყო.

" ჯონქუქ ნუ ეწინააღმდეგები შენს მგელს." ჯონქუქმა გაიგონა ალფის ნათქვამი. გეგონება თავი სპილოს ხელა გაუხდა , დამძიმდა , გარშემო მარტო წითელს ხედავდა . ის ღრიალებს .

რა ხდება ? გრძნობს როგორ ხდება გარდასახვა , ის ტკივილისგან ყვირის .

შემდეგ კი გრძნობს ,როგორ ვარდება ოთახის მეორე მხარეს .

თეჰიონს თვალები ლამის ბუდიდან გადმოუცვივდა , რა ხდება ? 
ეგონა ჯონქუქი დამუნჯდა ,მაგრამ მისი ყვირილი საპირისპიროს ამტკიცებს.

" რა ემართება ? "
იკითხა იუნგიმ შეშინებულმა .

" მისი შინაგანი მგელი , უარყოფის საწინააღმდეგოდ იბრძვის ." მთავარმა ალფამ თქვა.

" ეს საერთოდ შესაძლებელია? " იკითხა იუნგიმ ისევ .

" იუნგი კითხვების დრო არაა !" იყვირა ალფამ.

თეჰიონმა ჯონქუქს შეხედა , რომელიც მუხლებზე იდგა და ყვიროდა , ოთახის მეორე კუთხეში . მან ტკივილი იგრძნო , მისი მეწყვილე განსაცდელშია.

" ნამჯუნ , ნამჯუნ , გამოფხიზლდი " ნამჯუნმა თავი იქით მიატრიალა საიდანაც ეძახდნენ. მან გვერდით მიიხედა და მისი მტირალი მეწყვილე დაინახა.

" გავიყვანოთ აქედან , გთხოვ "

" ის მართალია ," თქვა მთავარმა ალფამ , - წაიყვანეთ ,რაც შეიძლება შორს მისი სუნი დაბლოკეთ , ნამჯუნ შენ —"

wrong fate - K.TH & J.JKNơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ