7

1.4K 140 11
                                    

time skip
რამდენიმე საათის შემდეგ, როცა ჭამას მორჩნენ , თე მისაღებში დაჯდა, გაიზმორა და მუცელზე ხელი დაიტყაპუნა . მას ვერაფერს დააბრალებთ დიდი ხანია ასეთი გემრიელი საჭმელი არ უჭამია . ამიტომ რამდენიც შეძლო იმდენი ჩაატია მის პატარა მუცელში . ბედნიერების ტალღამ დაუარაა სხეულში ომეგას .თეჰიონისთვის , რომ გეკითხათ გეტყოდაათ საჭმელი ბედნიერების მომტანიაო .(A/T ჩემი სიტყვებია ეგ)

შეილება დაწყევლილი არც კი ყოფილა .  ჯინმა სამზარეულოდან  ღიმილით გადაინაცვალა, სასტუმრო ოთახში ,და თეჰიონს გვერდით  მიუჯდა .

"ეს საუკეთესო საჭმელი იყო , რაც კი მიჭამია მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში . მადლობა ჰიონ ."

" მიხარია თუ მოგეწონა თე , როგორც გითხარი მე შენი ჰიონი ვარ , როცა რაიმე დაგჭირდება აუცილებლად მოდი ჩემთან." თქვა უფროსმა ღიმილით.

ეს რა სიზმარია ? მოიცადეთ ! თუ ეს ყველაფერი ესიზმრება ესეიგი საბოლოოდ გაგიჟდა . ნუთუ იმ დონემდე მივიდა ,რომ უკვე რაღაცები ეჩვენება ?  ოჰ არა !

"თე მისმენ ? რაიმე
მოხდა ? " ჯინმა შეწუხებულმა იკითხა როცა ,თეჰიონის სუნის ცვლილება იგრძნო .

"არაფერია უბრალოდ - გაწყვიტა თეჰიონმა ,და ჯინს შეხედა - აჰ ! ძალიან სამარცხვინოა ჰიონ ."

ჯინი მომენტალურად დაწყნარდა .

"მოდი მითხარი რა მოხდა , გპირდები არ დაგცინებ "

" მოკლედ მე ვფიქრობდი ,რომ ეს ყველაფერი სიზმარია ,რომ შენი სიკეთე მეჩვენება ჰიონ ." თქვა ომეგამ ხმადაბლა .

" ოუუუ თე  " უფროსი თეჰიონისკენ მიტრიალდა "ერთნაირი სიზმარი ვერ გვექნება ."

" ვიცი ,უბრალოდ არავინ ყოფილა ,ჩემს მიმართ თბილი ჰიონ ." თემ დაინახაა როგორ დანაღვლიანდა უფროსი  და ცუდად იგრძნო თავი , რომ მისი წუხილის მიზეზი გახდა .

" თე არ ვიცი რამდენად ძნელი იყო ეს ყველაფერი შენთვის ,მაგრამ ახლა მე აქ ვარ შენთან ."
ხელები დაუჭირა უფროსმა .

wrong fate - K.TH & J.JKWhere stories live. Discover now