ქარის ძლიერი ხმა, მისგან აღელვებული ლურჯი ტალღები, ჰორიზონტს ზემოთ აალებული მზის თვალისმომჭრელი სხივები და უცნაურად მშვიდი მელოდია საოცარ სურათს ქმნიდა ახალგაზრდა მამაკაცის წინ. ბევრი რამისთვის შეეძლო თვალის გასწორება, მაგრამ ხედი ბეტას წინ ერთადერთი იყო, რასაც ვერასდროს შეხედავდა იმ სითამამით, როგორც სჩვევოდა მის მზერას გამუდმებით. მუქი ლურჯი ოკეანე აშინებდა, მასში ცუდ გრძნობებს აღვივებდა ტალღების გრგვინვა და ის ფორიაქი, რომლის დანახვაც ქარისგან აღელვებულ წყალში შეეძლო, თითქოს ზუსტად ასახავდა საკუთარ პიროვნებას. შინაგანად აფორიაქებლს გონებაც შესაბამისად არეოდა და ვინ იცის, ზუსტად რა ტრიალებდა ამ წუთებში მის ტვინში. ცივი ქარი დიდი ძალით ეხეთქებოდა გამხდარ სხეულზე, ზურმუხტისფერი თმას უჩეჩდა ძლიერ და ყურსასმენში მოლივლივე მშვიდი ჰანგების ხმასაც კი ფარავდა ის ამაფორიაქებელი, საშიში გრგვინვა, ოკეანეს სიღრმიდან რომ მოჰქონდა. იმდენხანს გაჩერდა, რამდენხანსაც ეს შეძლო. სიცივე ძვალრბილში გასჯდომოდა, მაგრამ არც კი კანკალებდა, სხეული არ იტყობდა არაფერს, თუმცა თაფლისფერი თვალები ნამდვილად ირეკლავდა წინ გადაშლილი ხედის სიგიჟეს, პატრონის სულიერ ფორიაქს.
-გისმენ, ნამჯუნ._ყურასასმენშივე უპასუხა ზარს. უყოყმანოდ შეაქცია ზურგი იმ სივრცეს, ცოტა ხნის წინ რომ უყურებდა და სველ ქვიშას ჯებირებისკენ გაუყვა წყნარი ნაბიჯით.
-თეჰიონ, მგონი სამსახური გიშოვნე._დამაიმედებელი იყო ხმა, თუმცა თეჰიონს მსგავსი წინადადებები უამრავი ახსოვს მეგობრისაგან და ახლა უკვე აღარც კი იცოდა, ზუსტად რა უნდა ეგრძნო ამ სიახლის მოსმენისას.
ეცადა ღრმა ამონასუნთქისათვის გაეტანებინა სიმძიმე საკუთარ გულზე კლანჭებით ჩაჭიდებული, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ქურთუკის ჯიბეებში ჩაიცურა გაყინული, თლილი თითები ახალგაზრდა ბეტამ და ამჯერად მეტად სწრაფი ნაბიჯით გადავიდა გზაზე.
YOU ARE READING
𝑝𝑜𝑖𝑠𝑜𝑛𝑒𝑑 - 𝐾.𝑇𝐻☆𝐽.𝐽𝐾
Fanfictionპირველად საწამლავს გემო რომ გაუგო, მას მერე დამოკიდებულება იგრძნო მასზე, მის სიახლოვეზე, მის სიყვარულზე, მის სიცოცხლეზე, მის გარეშე არსებობა კი წარმოუდგენელი გახდა. თეგუკი. ომეგავერსი. BY》ꎇꍏꀤꋪꌩ ꁅꀤꋪ꒒ 🧚♀️ 21.02.2023./19.06.2023.