31.

467 36 33
                                    

-ასეთი სახე ნუ გაქვს, ბოტონ._ომეგის შემხედვარე მობეზრებით ატრიალებს თვალებს ალფა და პატარა ბეტას გამოსართმევად იწვდენს მკლავებს.-მოდი მამიკოსთან, პატარავ, დედიკო ცოტა ემოციურია._მომღიმარ შვილს ჰაერში სწევს და ოდნავ ატრიალებს, მისოს კისკისი მთლიან ოთახში ისმის.

-მას პირველად ვტოვებ ამხლა დროით._დამტუქსველი ტონით, თან წარბაწევით უსწორებს მზერას ალფას და პატარა ხელჩანთაში ბავშვის საყვარელ სათამაშოს დებს.-თუ იტირებს, აუცილებლად დამირეკე, რა დროც არ უნდა იყოს._მკაცრად მიმართავს ბავშვთან თამაშით გართულ ჯონგუკს.

-ბოტონ, მისი მამა ვარ და ვიცი, როგორ მოვუარო._შვილიდან მზერა აწ უკვე ხელჩანთით მდგომი ბოტონისკენ გადააქვს.-არაფერია სანერვიულო._შედარებით მომბალი ხმითა და მსუბუქი ღიმილით უახლოვდება ქალს.-სულ რამდენიმე დღე._ომეგას ბავშვის ნივთებით სავსე ჩანთას ართმევს და ბავშვთან დამშვიდობების მიზნით მისოს ხელში აჭერინებს მანამ, სანამ პატარას მანქანაში დამაგრებულ ქარსითიში არ სვამს.

-ჯონგუკ, კბილების გამო ისედაც სულ გაღიზიანებულია, რამე თუ დაგჭირდეს, და...

-კარგად ვიქნებით, არა, პატარავ?_სწრაფად აწყვეტინებს ლაპარაკს ქალს და ორი კბილით, ბაჭიის ღიმილით მომღიმარ მისოს მიმართავს ისე, თითქოს ასე უფრო მეტად დაარწმუნებს ომეგას, რომ პატარა უსაფრთხოდ იქნება.

ჯონგუკს არც კი უკვირდა ბოტონის ასეთი ნერვიული ფონი, ქალი ყოველთვის ძალიან დიდ სიფრთხილეს იჩენდა შვილისადმი და ახლა, როცა თითქმის ათი დღით უწევდა საზღვარგარეთ წასვლა სამსახურის გამო, შვილთან განშორება უჭირდა. თავიდან ამ შემოთავაზებაზე უარის თქმასაც აპირებდა, შემდეგ ჯონგუკმა დაარწმუნა, რომ ეს მისი კარიერული წინსვლისთვის კარგი იქნებოდა, თანაც თავად ბოლო პერიოდში შვილს იშვიათად ნახულობდა კომპანიის გამო და ეს შანსი მისოსთან დროის გასატარებლად საუკეთესო იყო.

𝑝𝑜𝑖𝑠𝑜𝑛𝑒𝑑 - 𝐾.𝑇𝐻☆𝐽.𝐽𝐾Where stories live. Discover now