უჩვეულოდ ლამაზი იყო ჯონგუკთან გატარებული ყოველი წამი, ყველანაირი შიშისა და ცუდი მოლოდინის გარეშე. უჩვეულოდ სრულყოფილი იყო ალფის სიტყვები, მისი ღიმილი, მისი ქცევა და უჩვეულოდ არაფერზე ფიქრობდა აბობოქრებული, ზურმუხტისფერთმიანი ბეტა გარდა იმისა, რაც ამ ბოლო ორი დღის მანძილზე განეცადა. ლამაზ წუთს მეორე კიდევ უფრო მშვენიერი, სიამოვნებით, სინაზით, გულწრფელობით, სინამდვილით სავსე წუთი ცვლიდა და ეს დღე სულ რომ უკანასკნელი ყოფილიყო წყვილის ცხოვრებაში, მაშინ თამამად იტყოდნენ, რომ მხოლოდ ამ გრძნობებისთვის, ამ მომენტებისთვის უღირდათ არცთუისე სასურველი ცხოვრება.
განა თეჰიონის გონებაში ღრმად დალექილი ფიქრები ოდესმე მისცემდნენ მშვიდად ლივლივის უფლებას?! განა თეჰიონის გონება სავსე არ იყო მომავალზე ფიქრით?! იმაზე, თუ რა იქნებოდა, თუნდაც ხვალ, ზეგ, ერთი ან ორი კვირის შემდეგ?! ეს ყველაფერი ისევ კიმის გონების ერთგული თანამგზავრი იყო, მაგრამ მხოლოდ ახლა, მხოლოდ ამ ვიქენდზე ბეტამ უბრალოდ იმდენად ძლიერ დაბლოკა ისინი, მათი ნასახიც არ ელავდა მოღრუბლული ცასავით გონებაში. თუკი ამ ფიქრების ცოტა ხნით დავიწყება, მათი გაფანტვა ბედნიერს გახდიდა თუნდაც მხოლოდ ორი დღით, მაშინ თეჰიონს ესეც აკმაყოფილებდა. სწორედ ასე მოიქცა იმ დილითვე, ალფის ნაბიჯს რომ აედევნა ვიქენდის მასთან ერთად გასატარებლად და ამავეს აკეთებდა ახლაც, კვირა დილას.
ვნებიანი და უფრო მეტად გიჟური ღამის შემდეგ, დილით ნაცვლად იმისა, რომ კარგად გამოეძინა საკუთარი ალფის თბილ და ძლიერ მკლავებში, მზის ამოსვლისთანავე გახელილი თვალები ჯონგუკის სახეზე გააბატონა და მას შემდეგ დაუღლელად ვერ აცილებდა მზერას მშვიდად მფშვინავ უფროსს. შიშველი ალფის სხეულს თხელი საბანი ფარავდა მხოლოდ ქვედა ნაწილზე და ოთახში ახლად შემოჭრილი ოქროს ანცი ნათება ისეთი სიმშვენიერით დახტუნაობდა ჯეონის დედიშობილა გულ მკერდზე, თითქოს ზუსტად უფროსისთვის შემოსულიყო ფანჯრიდან მზის სხივები. მამაკაცის ქათქათა კანზე საკუთარ მოლურჯო-მოიასამნისფრო ნიშნებს კმაყოფილებით დაჰყურებდა თეჰიონი და უფრო მეტ სიამოვნებას ჰგვრიდა ოთახში გამეფებული ბიჭის მშვიდი ფშვინვა, ფანჯრიდან შემოჭრილი ჩიტების მხიარულ ჭიკჭიკს რომ ერთვოდა. უყურებდა ჯონგუკს, მის წამწამებს, წარბებს, ცხვირს, თხელ, გამომშრალ ტუჩებსა და მის ქვემოთ პაწია ხალს, უყურებდა ამ ყველაფერს და პარალელურად წუხანდელიდან კადრები ერთმანეთის მიყოლებით იცვლებოდა. მხლლოდ ყურებით რომ ვერ გაძღა ბეტას ყავისფერი თვალები, თლილი თითები მოურიდებლად, თუმცა ძალიან ნაზად შეუცურა თეთრ, ფუმფულა ბალიშზე გადაფენილ შავ თმაში და მანამ თამაშობდა უფროსის რბილ, გრძელ დალალებზე, სანამ კიდევ უფრო მეტის სურვილმა არ გაიდგა ფესვები ბეტაში. საკუთარ იდაყვზე დააყრდნო მთლიანი სხეული და უხმაუროდ გადაიწია უფროსის ყელისკენ, ნაზად შეისუნთქა ალფის ფერომონი, სასიცოცხლოდ საჭირო დოზით გატენილმა ფილტვებმა შემდეგი ჰაერის ჩასუნთქვა ბევრად მსუბუქად მიიღო. მინაბული თვალები კვლავ ალფის სახეზე დაუშვა, ცხვირის წვერით ნაზად შეეხო მის მარცხენა ლოყას, მიელამუნა მსუბუქი მოძრაობით. ღიტინის შეგრძნებამ მძინარე ალფა აიძულა შეშმუშნულიყო და თავიც ბეტასგან საპირისპიროდ გადააბრუნა, ქმედებას თან მიჰყვა დალალები და ჯონგუკის სახეც ერთიანად დაფარა შავმა თმამ. მსუბიქად ჩაეღიმა თეჰიონს, გულში სიმხურვალე იგრძნო, მუცელში ყველაფერი აერია და მეტად გათამამებულმა ამჯერად თითები აასრიალა უფროსის მარჯვენა ლოყაზე. ნაზად მოაშორა კანიდან თმა, კვლავ ცხვირის წვერით დაეშვა ბიჭის კანზე და მსუბუქი კოცნაც დაუტოვა გამობურცულ, შეწითლებული ტუჩის კუთხესთან. იმდენად ახლოს იყო ალფასთან, ფაქტობრივად შიშველი სხეულით უფროსის სხეულს ზემოდან ეწვა და მისი ყოველი სინაზით გაჟღენთილი შეხება ყოველჯერზე სულ ოფრო მეტად აფხიზლებდა ღრმა ძილში ჩაძირულ ჯონგუკს.
![](https://img.wattpad.com/cover/331089604-288-k975391.jpg)
YOU ARE READING
𝑝𝑜𝑖𝑠𝑜𝑛𝑒𝑑 - 𝐾.𝑇𝐻☆𝐽.𝐽𝐾
Fanfictionპირველად საწამლავს გემო რომ გაუგო, მას მერე დამოკიდებულება იგრძნო მასზე, მის სიახლოვეზე, მის სიყვარულზე, მის სიცოცხლეზე, მის გარეშე არსებობა კი წარმოუდგენელი გახდა. თეგუკი. ომეგავერსი. BY》ꎇꍏꀤꋪꌩ ꁅꀤꋪ꒒ 🧚♀️ 21.02.2023./19.06.2023.