თავიდანვე ამ სამყაროში კანონებს მხოლოდ ისინი ადგენენდნენ, ვისაც ძალაუფლება ჰქონდა, ამ უკანასკნელს ფული განსაზღვრავდა და რომ არა ის, მაშინ ადამიანი არაფერი იყო. თეჰიონისთვის ახალი ფაქტი არ ყოფილა ძალაუფლებით გადიდკაცებულისაგან ქედმაღლული მზერა, თუმცა ახალი იყო ის ყველაფერი, რასაც ასე პირდაპირ ხედავდა. ნეტავ შესძლებოდა ამ სამყაროდან გაქცევა. ჯერ მხოლოდ მეორე კვირა სრულდებოდა ამ ადგილას მუშაობის და ბეტას უკვე გული ერეოდა იმ ამაზრზენი ადამიანების შემხედვარეს, რომელთაც ჯიბეები კუპიურებით, ხოლო მზერა სიბინძურით ჰქონდათ სავსე. თავიდანვე ბევრად მეტით ზემოთ იდგნენ მდიდრები, თავიდანვე მეტი უფლება ჰქონდათ, განსხვავებით კიმის მსგავსი ადამიანებისაგან, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავდა იმას, რომ მათი ქმედებები განუსაზღვრავი, დაუოკებელი ყოფილიყო, სამართალს მოწყვეტილი? თუმცა სად ჯანდაბაში იყო სამართალი, თეჰიონმა ესეც აღარ იცოდა. ხედავდა ახალგაზრდა ბეტებს, ომეგებსაც კი და უსაზღვრო ზიზღს უჩენდა მათზე დაპატრონებული ფულიანი "მამიკოების" ყურება. ეს უკვე ყველანაირ ზღვარს სცდებოდა.
მეოთხე დღე იყო სახლში ვერ მიდიოდა ლოთი მშობლის გამო. ომეგა გამუდმებით სასმელს ითხოვდა და რომ არა ალკოჰოლი, მთელი დღე გათიშული ეგდო. რისი მაქნისი იყო ქალი? არავინ უწყოდა. როგორ მივიდა ამ მდგომარეობამდე? თეჰიონს არც კი ახსოვს, მაგრამ ბავშვობის ღრმა წარსულიდან მცირედი მოგონებების არასრული ნაგლეჯები მაინც შემორჩენოდა იმ ქალზე, რომელსაც სახე მშვიდი, ღიმილი ნათელი ჰქონდა და ალკოჰოლის მყრალი სუნის ნაცვლად, დედის სურნელი სდიოდა. ეს წარსული იყო, მისგან კი აღარაფერი შემორჩენილიყო და თეჰიონი იმ აზრამდეც კი მიდიოდა, რომ იუნა არც არასდროს ყოფილა ნორმალური ადამიანი, მოგონებები კი უბრალოდ მისი წარმოსახვის ნაყოფი იყო.
სახლის მეპატრონე გასული თვის გადაუხდელ ქირას ითხოვდა, კაცი ყოველთვის შედიოდა "ოჯახის" მდგომარეობაში, მაგრამ ამჯერად, როგორც ჩანდა, მასაც ძლიერ სჭირდებოდა ფული და თეჰიონმა უკვე მართლა აღარ იცოდა, როგორ ეშოვნა ფული სწრაფად. უფროსისგან ავანსს ვერ მოითხოვდა, ჯერ ორი კვირაც არ იყო, რაც მუშაობა დაიწყო, მისი ხელფასი კი თვის ბოლომდე არ იქნებოდა და მხოლოდ კლიენტებისგან დატოვილი ჩაი ოდნავადაც არ იყო საკმარისი.
![](https://img.wattpad.com/cover/331089604-288-k975391.jpg)
YOU ARE READING
𝑝𝑜𝑖𝑠𝑜𝑛𝑒𝑑 - 𝐾.𝑇𝐻☆𝐽.𝐽𝐾
Fanfictionპირველად საწამლავს გემო რომ გაუგო, მას მერე დამოკიდებულება იგრძნო მასზე, მის სიახლოვეზე, მის სიყვარულზე, მის სიცოცხლეზე, მის გარეშე არსებობა კი წარმოუდგენელი გახდა. თეგუკი. ომეგავერსი. BY》ꎇꍏꀤꋪꌩ ꁅꀤꋪ꒒ 🧚♀️ 21.02.2023./19.06.2023.