17.

296 38 107
                                    

გაზაფხულის არომატული, თბილი ამინდების ფონზე ომეგის ხასიათი იმდენად შეუსაბამო იყო, მინს ვეღარ გაეგო, რისთვის დაებრალებინა ჯიმინისგან უადგილო, უმიზეზო გამოხტომები. არადა პაკი ის ერთადერთი გაწონასწორებული, მშვიდი ადამიანი იყო იუნგის სანაცნობოში, რომელისგანაც მსგავსი რამ მოსალოდნელი არ გახლდათ. იუნგი ასეთ უხასიათოს, მომენტალურად კი საერთოდ შეშლილს რომ ხედავდა უკანასკნელი დღეების განმავლობაში, ძალიან აშიებდა. თავიდან ფიქრობდა, რომ პაკს რაღაც კრიზისული ეტაპი ჰქონდა, რაც ჩვეულებრივი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს აზრი მაშინ გამორიცხა, როდესაც ჯიმინიმ განუცხადა, რომ არანაირი დეპრესია არ ჰქონდა და დრო იყო, ტვინი გაენძრია მინს. მომდევნო აზრი ბევრად სულელური და არალოგიკური იყო, ალფამ იფიქრა, რომ ჯიმინის დაშორება სურდა და ასე კაპასობით მიზეზს ეძებდა. კიდევ კარგი, რომ ეს აზრი, წინასგან განსხვავებით პირდაპირ არ გაუნდო მეუღლეს და მხოლოდ ჯონგუკთან განიხილა. უმცროსმა ალფას აზრმა იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება ყოფილიყო ომეგის მუდმივი ხასიათის ცვლილების მიზეზი, იუნგი ერთიანად გამოაშტერა. ჯონგუკმა თქვა, რომ ბოტონიც იქცეოდა მსგავსად ორსულობის პერიოდში. ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ მინს ისედაც გაფითრებული კანი კიდევ უფრო გათეთრებოდა. მთელი დღის განმავლობაში ხმის ჩამწერ სტუდიაში გაატარა იმაზე ფიქრში, თუ რას ნიშნავდა ეს ყოველივე. თუკი ჯიმინი მართლა ორსულად იყო, იუნგიზე ბედნიერი ალფა მეორე არ იარსებებდა, მაგრამ ამ მომენტში მამაკაცი ცოტათი დაბნეული და შეშინებულიც კი ჩანდა.

იმ საღამოს, როგორც კი სახლში დაიხელთა ომეგა, მაშინვე მოითხოვა პასუხი, თუ რა ხდებოდა ჯიმინის თავს. ჯონგუკი მართალი აღმოჩნდა. იმ წუთას, პაკის ამღვრეულ თვალებს რომ შეხვდა ამ სიტყვების მოსმენისას- "ორსულად ვარ", კიდევ ერთხელ იგრძნო, როგორ დამსუბუქდა გარშემო ჰაერი. ადგილზე გაშეშებული გონს მეუღლის ჩუმმა ქვითინმა მოიყვანა და დრო აღარ დაუკარგავს, ისე მოეხვია ერთიანად დაპატარავებულ ჯიმინის.

𝑝𝑜𝑖𝑠𝑜𝑛𝑒𝑑 - 𝐾.𝑇𝐻☆𝐽.𝐽𝐾Where stories live. Discover now