27.

285 35 158
                                    

იუნა მართალი იყო, როცა თეჰიონს უთხრა, რომ ტკივილი არ ჩაეკეტა საკუთარ თავში. იუნა მაშინაც მართალი იყო, როცა თქვა, რომ თეჰიონის გვერდით, მისი ძლიერი საყრდენი გახდებოდა. შეიძლება ქალი იმასაც ფიქრობდა, რომ შვილი მის ბედს გაიზიარებდა, ამ მიზეზით ორმაგად უჭირდა ბეტას ასეთი ჩამქრალი თვალების დანახვა. ომეგას სჯეროდა საკუთარი შვილის, ის ძლიერი იყო, იმაზე მეტად, ვიდრე თავად, მაგრამ ტკივილი, რომელსაც თეჰიონი გრძნობდა, მარტივი ასატანი არ გახლდათ და ადამიანი როგორი ძლიერიც არ უნდა ყოფილიყო, ამ უსაშველო განცდას თავს ვერ დააღწევდა. თეჰიონსაც ალკოჰოლში რომ ენახა შვება, მერე რა მოხდებოდა?! ომეგას საკუთარ თავზე ჰქონდა გამოვლილი ეს ყველაფერი და ამ ღრმა შრამს დღევანდელ დღემდე ვერ იშორებდა. ვერც თეჰიონი მოიშორებდა, თუმცა ბეტას შეეძლო ყოფილიყო ის, ვინც სწორ გზას აირჩევდა და იუნას მხოლოდ ისღა შეეძლო, შვილის გვერდით მყარად მდგარიყო და მისი იმედი ჰქონოდა.

თეჰიონს არც კი უფიქრია, რომ ეს სიცარიელე სადმე გაქრებოდა ასე მალე. შეიძლება ხვალ არა, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ უფრო უკეთ ეგრძნო თავი, თუმცა კიმი დარწმუნებული იყო იმაში, რომ ტკივილი არსად დატოვებდა მას. ყველაფერი შეგუებადია და ბეტა უჯონგუკობასაც მიეჩვეოდა, შემდეგ კი უფრო მარტივი გახდებოდა მისთვის ცხოვრება, მხოლოდ დრო იყო საჭირო, გარკვეული დრო. ამით თავს იიმედებდა ყველა იმ მომენტში, როცა მარტოობა შეუძვრებოდა ხოლმე შიგნი. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ნახევარი ადამიანი დარჩენილიყო და ამ გრძნობასთან გამკლავებას თავის დატვირთვითაც კი ვერ ახერხებდა. სიცარიელე, რომელიც შიგნიდან ჭამდა, შინაგან მგელსაც აღარ აძლევდა მოსვენებას და ეს უკნასკნელი ისევ თავად თეჰიონს უტევდა. ბრძოლა ჰქონდა ბეტას საკუთარ თავთან და საკუთარ მგელთან გამართული. ის რაღაც, რაც ამ კონკრეტულ მომენტში სწორ გადაწყვეტილებად ჩათვალა, მგელმა წამის მეასედში გაუპროტესტა, რადგან მას და არა მარტო, არამედ თავად თეჰიონსაც კანის წვამდე ჰქონდათ სურვილი საკუთარ ალფასთან სიახლოვის იმ წამიდანვე, როგორც კი ჯონგუკს დაშორდა და გადაწყვეტილება, რომლის გამოც ახლა ასე შორს იყო საკუთარი მეწყვილესგან კიმი, იმდენად სწორიც აღარ ეჩვენებოდა მას, როგორც თავიდან. ამას ელოდა, ელოდა, რომ ძალიან მალე იმდენად ძლიერი გახდებოდა ჯონგუკის მონატრება, საკუთარ გადაწყვეტილებას ეჭვქვეშაც დააყენებდა და სწორედ ახლა ხდებოდა ეს. ცდილობდა ჯონგუკის დავიწყებას, თუმცა უშედეგოდ, რადგან ყველაგან და ყოველთვის, თითქოს განზრახ ყველაფერს ალფის სურნელი სდიოდა, თითქოს ყველაფერში მას ხედავდა თეჰიონი. განსაკუთრებით სწორედ მაშინ უჭირდა, როცა მის გონებაში ჯონგუკი შემოძვრებოდა და თეჰიონს აღარ სურდა შემდეგ მისი გაშვება, თუმცა მასზე განუწყვეტლივ ფიქრით უფრო რთული იქნებოდა ალფის დავიწყება და ესეც კარგად ესმოდა ბეტას.

𝑝𝑜𝑖𝑠𝑜𝑛𝑒𝑑 - 𝐾.𝑇𝐻☆𝐽.𝐽𝐾Where stories live. Discover now