22.

288 32 157
                                    

ოპერაციიდან სამი კვირის თავზე, მაშინ, როდესაც თითქმის მწყობრში იყო ჩამდგარი თეჰიონის ორგანიზმი, ჯონგუკისგან შეთავაზება მიიღო ვიქენდის ქალაქგარეთ გატარებაზე. არ იქნება ტყუილი, თუ გეტყვით, რომ არ გაჰკვირვებია ალფისგან მსგავსი შემოთავაზება. არ ელოდა და პასუხიც ასეთივე დაბნეულმა დაუბრუნა. რა თქმა უნდა, ხელიდან ვერ გაუშვებდა საკუთარ ალფასთან დროის გატარებას და შემოთავაზებას დათანხმდა.

სიყვარულში რომ გამოუტყდა ალფა, იმის შემდეგ თითქმის ყოველ დღე სტუმრობდა სახლში ბეტას და ღამითაც ხშირად რჩებოდა მეწყვილესთან. სასიამოვნო იყო ალფის მკლავებში გახვევა და ასე ძილი, კიდევ უფრო სასიამოვნო იყო, როდესაც მის მკერდზე ედო თავი და გულის ფეთქვა ნათლად ესმოდა, მისი სურნელი კი გამაბრუებლად მოქმედებდა ზურმუხტისფერ თმიანზე. ისე იყო, თითქოს რა დროც არ უნდა გასულიყო, ალფის ფერომონს იგივე ელფერი ჰქონდა უმცროსზე, როგორც თავად ბეტასას ჯონგუკზე.

კიმის ცხოვრება გარკვეულ ციკლად იყო წარმოდგენილი, მბრუნავი, ერთმანეთის შემცვლელი ფაზები ამ ციკლში გამუდმებით მოძრაობდა. ჯერ რაღაც ცუდი ხდებოდა, შემდეგ კი ყველაფერი იმდენად თვალისმომჭრელ, მაცდუნებელ ბედნიერებად იქცეოდა, თითქოს მანამ არაფერი ყოფილიყო არასასურველი და მაინც, ამ რაღაც ძალიან კარგს მისი საპირისპირო ანაცვლებდა მოგვიანებით. ახლაც კი, როცა ამდენად ბედნიერი იყო არსებული სიტუაციით, სურვილიც კი არ ჰქონდა, ცუდზე ეფიქრა. წარმოუდგენელი უნდა ყოფილიყო, კიმს ბედნიერება ისე შერგებოდა, რაღაც რომ არ მომხდარიყო, თუმცა ამჯერად ბეტას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ზედმეტი აღარ ეფიქრა და ბოლომდე მიეღო ის, რაც მას ეკუთვნოდა.

ვიქენდისთვის მზადება წინა დღესვე დაიწყო, მანამ ნამჯუნი ჰყავდა სტუმრად ჯინთან ერთად და ბიჭებმა ბევრი იხალისეს. გასაოცრად არ ეხებოდა ჯუნი ჯონგუკის საკითხს, მიუხედავად იმისა, რომ თეჰიონი გრძნობდა, რაოდენ დიდი დაძაბულობა სდევდა ბოლო ამბების გამო მეგობარს. ეს აწუხებდა, მის გამო ჯუნი ისევ ვერ გრძნობდა სიმშვიდეს. მოგვიანებით თავად ბეტამ ახსენა ჯონგუკი და მათი მომავალი ვიქნედის ამბებიც განიხილა. უკმაყოფილება არ დასტყობია ნამჯუნს, არც რამე კონკრეტული უთქვამს უმცროსისთვის, თუმცა იმდენად თბილად მოეხვია, ეს იმაზე მეტს ნიშნავდა, ვიდრე უბრალოდ სიტყვა იყო და თეჰიონმა ჯუნისგან ეს ჟესტი გვერდში დგომის ნიშნად ჩათვალა.

𝑝𝑜𝑖𝑠𝑜𝑛𝑒𝑑 - 𝐾.𝑇𝐻☆𝐽.𝐽𝐾Where stories live. Discover now