3.

377 43 157
                                    

ალფას სიარულის მანერას რომ დაკვირვებოდით, მხოლოდ ამითაც იგრძნობდით მის მარწუხში მომწყვდეულ ძალაუფლებას, მის სიძლიერეს, მის გავლენას ამ სამყაროზე და ეს კიდევ არ იყო საკმარისი, ალბათ, არც არასდროს იქნებოდა. სამწუხარო რეალობა იყო ფაქტი, რომ მამის ასლად ჩამოყალიბდა დროის გასვლასთან ერთად. მხოლოდ გარეგნობა არ იყო მსგავსება მამა-შვილს შორის, ხასიათების სრული ასლი გადსაცემოდა უფროსი ალფისგან უმცროსს. მამის ძლევამოსილება ერთადერთი რამ იყო, რაც პატარა ჯონგუკს აჩოქვინებდა, შემდეგ გავიდა წლები, გაიზარდა ალფა და აწ უკვე დაკაცებულმა დაიკავა ადგილი უფროსი ჯეონის ძლევამოსილების სავარძელზე. ახლა თავად ჰქონდა ის ძალა, თავის დროზე ერთადერთ სისუსტედ რომ მოევლინა, ახლა თავად შეეძლო ნებისმიერი დაეჩოქებინა წინ მხოლოდ საკუთარი გავლენით. ამისთვის ბევრი იშრომა. ბევრი გააკეთა, რომ მისი დანახვისას ადამიანებს რიდის გრძნობა გასჩენოდათ, პატივი ეცათ ალფისათვს.

საბურავების ხმას თან მოჰყვა მსუბუქი დამუხრუჭება უზარმაზარი შენობის წინ. მუქ შვინდისფერ ფორმაში გამოწკეპილი, ლამაზად გადავარცხნილი თმით, წელში გამართული ბეტა სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა ახლად გაჩერებულ შავ, მბზინავ ავტომობილს და უკანა კარი მარდად გამოხსნა.

-მოგესალმებით, ბატონო._ხელში ტაბლეტით მდგომი ჩვეული სისხარტით მიესალმა მდივანი საკუთარ უფროს მანამ, სანამ სეო მანქანიდან გადმოვიდოდა.

მამაკაცის ჯერ ერთი, შემდეგ კი მეორე ფეხი გამოჩნდა და აწ უკვე მიწაზე მყარად მდგომმა, წელში გამართულმა და თავაწეულმა შეისწორა შავი კოსტუმის საყელო.
მას მერე, რაც ჯეონ გრუპის ვიცეპრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა, კომპანიის შემოსავალი ორჯერ გაიზარდა, რამაც ქვეყანაში ყველაზე ახალგაზრდა, კომპეტენტურ დირექტორად აქცია ალფა. უმცროსი ჯეონის ხელთ მხოლოდ მისი გონიერება და კომპენტეტურობა არ ყოფილა მთავარი კოზირი. მამაკაცი შეუდარებელი სხეულითა და სახით იდეალურ პიროვნებას ქმნიდა. პლუს ამას, სკანდალი მის გარშემო ყველაზე იშვიათი რამ იყო. ამის მიზეზი ან კარგი კავშირები იყო სწრაფი და საიმედო ხალხის სახით ყველა საჭირო ადგილას, ანდაც რეალურად არც იქმნებოდა ჯონგუკისგან ისეთი პრობლემა, რაც რეპორტიორებს გამოადგებოდათ სიახლეებში დასაბეჭდად.

𝑝𝑜𝑖𝑠𝑜𝑛𝑒𝑑 - 𝐾.𝑇𝐻☆𝐽.𝐽𝐾Where stories live. Discover now