9.

322 34 88
                                    

ცაზე მუქი ფერის, გაზაფხულის ღრუბელს მოეყარა თავი და მზის სხივებს დედამიწამდე მოღწევის საშუალებას არ აძლევდა. სასიამოვნო ამინდი იყო გოლფის სათამაშოდ და პარალელურად პოტენციურ პარტნიორთან საქმის განსახილველად. ადრიანად იყო ჩანიშნული შეხვედრა, ინიციატორი ჯონგუკი გახლდათ და ასეთი მნიშვნელოვანი ადამიანის ამ ადგილზე მოყვანას თავისი, საკმაოდ სტრატეგიული მიზეზი ჰქონდა. ალფა ხშირად აწყობდა მსგავს შეხვედრებს მომავალ პარტნიორებთან ერთად და იყო მომენტები, როცა ბოტონიც თან მოჰყავდა ხოლმე გოლფის წყვილში სათამაშოდ. ასე პლუს ქულას იწერდა პარტნიორების თვალში, მეტად ახლოსაც იცნობდა თამაშისას განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით მათ, ხედავდა, რამდენად შეეძლოთ კრიტიკულ სიტუაციაში ემოციების კონტროლი და გამოსავლის მონახვა. მოკლედ, ეს სტრატეგია იყო და თანაც ეფექტური.

ადრიანად დაწყებული თამაში სამ საათს გაგრძელდა, თუმცა დრო იმდენად შეუმჩნევლად გაიპარა, მხოლოდ ბოლოჯერ ბურთის ფოსოსკენ გაგზავნისას გაიაზრა ალფამ, რომ თამაში მოგებული ჰქონდა. ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო ის, თუ რომელი გაიმარჯვებდა, თუმცა ინტერესს ნამდვილად იქცევდა იაპონიიდან ჩამოსული მომავალი პარტნიორის სვლები თამაშისას. სწორედ ამიტომ ხიბლავდა ჯეონს გოლფის თამაში, ამ გზით მარტივი იყო სხვისი სვლების, ზრახვების დანახვა. გოლფის თამაშისას ჩვეულებრივ იყო შესაძლებელი მოტყუება, ბურთისთვის მოწინააღმდეგისა და მსაჯისგან მამლულად ადგილის შეცვლა, თუმცა ასეთ შემთხვევაში დამალული მაინც არ რჩებოდა უღირსი მოთამაშის ცბიერი სვლები, ეს კი უკვე ნიშნავდა იმას, რომ არც საქმეში იქნებოდა სარფიანი მსგავსი პარტნიორის ყოლა. თვრამეტ ფოსოიანი მოედანი საშუალებას იძლეოდა, ალფას  უფრო მეტი დრო გაეტარებინა პარტნიორთან და საქმიანი დიალოგის განხილვასთან ერთად ესაუბრათ სხვა ბევრ რამეზე, ვიდრე ამას რესტორანში შეხვედრისას შეძლებდნენ. საქმიან ვახშამზე პარტნიორთან საუბარი მაქსიმუმ საათნახევარს გაგრძელებულიყო, ამ პერიოდში შეიძლება ჯონგუკს გაეგო პარტნიორის პუნქტუალურობის, მისი მანერების შესახებ, თუმცა იშვიათად ამაზე მეტი. ჯონგუკს ერთი პერიოდი ინგლისში მოუწია ცხოვრება და ეს გამოცდილება იმასაც ასწვალიდა, რომ ბიზნესმენები ნდობის მოპოვების მიზნით ერთმანეთს ოჯახებში პატიჟებდნენ. ეს უკანასკნელი ნაკლებ სასურველი იყო ალფისთვის, თუმცა გოლფის მოედანზე მოსვლით პარტნიორთან ერთად თამაში საუკეთესო ვატიანტი გახლდათ.

𝑝𝑜𝑖𝑠𝑜𝑛𝑒𝑑 - 𝐾.𝑇𝐻☆𝐽.𝐽𝐾Where stories live. Discover now