20.

248 36 137
                                    

ალფისგან წამოსულ თეჰიონს გონებაში მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა, ჯონგუკისთვის ის ვერასდროს იქცეოდა იმად, რისი სურვილიც თავად ჰქონდა. ეს თავიდანვე ნათელი იყო და თეჰიონი ყოველჯერზე, როცა კი ჯონგუკის სიახლოვეს თავს საუკეთესოდ გრძნობდა, პირობას დებდა, რომ ზედმეტად არ გადაეშვებოდა იმ სიამოვნებაში, რომელშიც ალფა ხვევდა. სწორედ ეს იყო ის მიზეზი, თუ რატომ ახსენებდა გამუდმებით საკუთარ თავს არსებულ რეალობას. არ ჰქონდა უფლება, ბოლომდე მინდობოდა პირად სურვილებს, გაეშალა ახლადამოსული ფრთები და ეგრძნო თავდავიწყება. ამისთვის მზად არც თვითონ იყო და არც მათი ურთიერთობა. იცოდა, რომ ესეც გაივლიდა ისევე, როგორც ნებისმიერი ეფემერული მომენტი. ჯონგუკი მისი ალფა იყო, ჯონგუკი მოსწონდა და შეიძლება ეს სიტყვე სულაც ვერ აღწერდა იმ გრძნობას, რომელსაც ზუსტად განიცდიდა საკუთარი მეწყვილის სიახლოვისას, მაგრამ ყველაფერი ამის მიუხედავად თავს ყველაზე უბედურად თვლიდა. სძულდა ნებისმიერი ის წუთი, რომელსაც მარტო ატარებდა, მაგრამ უფრო მეტად ვერ იტანდა ყველა იმ მომენტს, ალფის მკლავებში დაცულად რომ იყო. ისევ პირადი ფიქრების გამო ვერ ახერხებდა ბოლომდე შეეგრძნო თუნდაც ბოლოჯერ, თუნდაც მხოლოდ რამდენიმე საათით ალფა და მიუხედავად იმისა, რომ დროს მასთან ერთად ატარებდა, ეს მაინც ვერ იცავდა ბეტას გონებას ავი, ბოროტი აზრებისგან.

არ იცოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო და ისიც კი ვერ გაეგო, საერთოდ რისი უფლება ჰქონდა ჯონგუკთან. მათი ურთიერთობა უცნაურად დაიწყო, ასეთივე სახით გაგრძელდა და დასასრული, რომელიც უთუოდ ექნებოდა, უცნაური უნდა ყოფილიყო? ჩვეულებრივ წყვილის ურთიერთობას ეტაპები აქვს და კიმმა ეს იცოდა თეორიულად, თუმცა მასსა და ჯონგუკს შორის რა იყო, ეს თავიდანვე ბუნდოვანი გახლდათ. ურთიერთობა, რომელიც სექსიულრი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად დაიწყეს, ურთიერთობა, რომლითაც ჯონგუკი თავს იმ ადამიანად გრძნობდა, რომლად ყოფნაც, ალბათ, შინაგანად ყოველთვის სურდა, მოგვიანებით რაღაც უფრო ღრმაში გადაიზარდა, თუმცა წყვილს შორის არსებული ახლანდელი ეტაპიც უსახელო იყო. თეჰიონს ჯონგუკის ცხოვრებაში სახელი, მით უფრო ადგილი თავიდანვე არ ჰქონია და ახლა, როცა ალფის ნიშანს ატარებდა კისერზე, უფრო მეტად გაუგებარი იყო ის თუ რა ერქვა იმას, რაც ჯონგუკთან ჰქონდა. მეწყვილეები იყვნენ, თუმცა ბეტასთვის ესეც უცხო და ახალი ხილი იყო, თანაც მთელი ამ დროის მანძილზე არცერთხელ ელაპარაკათ იმაზე, თუ რა სურდათ ერთმანეთისაგან. ყველაფერი თავისით, დინებისთვის მიყოლით ხდებოდა და ეს ბევრ რამეში კითხვის ნიშნებს ბადებდა. ალფის მეწყვილე იყო, მაგრამ თავს ვერ გრძნობდა ისე, როგორც უნდა ეგრაძნო, ასე რომ, ვერც ამ სტატუსით მშვიდდებოდა უმცროსის არეული გონება.

𝑝𝑜𝑖𝑠𝑜𝑛𝑒𝑑 - 𝐾.𝑇𝐻☆𝐽.𝐽𝐾Where stories live. Discover now