ისე არ იყო, თითქოს არასდროს ეფიქრა კიმ თეჰიონზე, როგორც სასურველ მამაკაცზე და არა უბრალოდ სურვილების დასაკმაყოფილებელ პიროვნებაზე. მომენტებში, როცა კი ალფის გონებას ბეტა იპყრობდა, უფროსს უბრალოდ აღარ შეეძლო საკუთარ ფიქრებთან გამკლავება. სულ თავიდან ამას უკეთ ართმევდა თავს, მაგრამ მოგვიანებით, როცა გამუდმებით თეჰიონის ზურმუხტისფერ თმას ხედავდა, გამუდმებით მისი სურნელი ტრიალებდა ირგვლივ და გამუდმებით ეწვოდა კანი თეჰიონზე შეხების სურვილით, უკვე მართლა აღარ ჰქონდა აზრი ბეტაზე ფიქრის აკრძალვის ცდასაც კი. ეს, ვგულისხმობ თეჰიონით თრობის, მასზე დამოკიდებულების ეტაპი ალფის ცხოვრებაში დაიწყო დაახლოებით იმ პერიოდიდან, როცა... აქ უნდა დამეწერა, რომ ყველაფერი დაიწყო მაშინ, როცა კიმის დომინანტური მხარე იხილა და ამით ალფამ დისკომფორტის ნაცვლად აუწონელი სიამოვნება იგრძნომეთქი, მაგრამ ამის დაწერით ნამდვილად არ ვიქნები მართალი. ალბათ, გააზრებული რომ ჰქონოდა უფროსს თავიდანვე ყველაფერი, მაგალითად, ის, რომ, რასაც ბეტას დანახვის წუთიდან, მისი ფერომონის შესუნთქვის მომენტიდან გრძნობდა საკუთარ გონებაში, მხოლოდ ერთჯერადი ეფექტი კი არ იყო, პირიქით, ჭეშმარიტის პოვნით გამოწვეული, უსასრულო გავლენა, თამამად შევძლებდი ახლა იმის დაწერასაც, რომ ჯეონ ჯონგუკი კიმ თეჰიონით მოწამლული, მისით დამთვრალი გააზრებულად გახდა ბეტასთან შეხვედრის პირველივე წუთიდან.
ფაქტები ბევრს ამბობდა. მაგალითად, ჯონგუკში უცნურად სასიამოვნო შეგრძნება გამოიწვია პირველად კიმის ზურმუხტისფერი თმის დანახვამ. მხოლოდ ფერიც კი იმდენად თვალწარმტაცი იყო, ალფას ნელ-ნელა სურვილი გაუჩნდა, მხოლოდ მისთვის ეცქირა. ბეტას ფერომონს ჰქონდა უსაზღვროდ დიდი მიზიდულობის ძალა, ოღონდ მხოლოდ ჯონგუკის შემთხვევაში და ალფამ ესეც პირველივე ჯერზე იგრძნო, მაგრამ გააზრებით მხოლოდ მოგვიანებით ჩახედა რეალობას თვალებში. სხვა უამრავი რამაც გვიან, თუმცა საბედნიეროდ გაიაზრა უფროსმა და იმ მომენტში, როცა ეს მოხდა, თავი ყველაზე უიღბლო ადამიანად მიიჩნია. კიმ თეჰიონი, ბეტა, ღარიბი, გაუნათლებელი მეწყვილე აღმოჩნდა ცოლ-შვილიანი ჯეონ ჯონგუკის, კორეის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სეოს. მხოლოდ ამის გააზრებაც კი ნათელს ხდიდა უზარმაზარ უფსკრულს, რომელიც ჯერ თუ არ ქმნიდა პრობლემას თეჰიონთან ურთიერთობაში, მოგვიანებით დამანგრეველი გახდებოდა ორივე მათგანისათვის. ჯონგუკი უიღბლო იყო იმ მიზეზით რომ მისი, ერთი შეხედვით, აშენებული, ბედნიერებით, წარმატებით სავსე ცხოვრება საშუალებას არ აძლევდა, ჰყოლოდა გვერდით კიმ თეჰიონის მსგავსი მეწყვილე. უიღბლო იყო, რადგან ყოველი მსგავსი ფიქრის გავლებისას წინ უდგებოდა ბეტა, საკუთარი მეწყვილე და სულ უფრო ღრმად რწმუნდებოდა უმცროსის იდეალურობაში, თუმცა ეს მაინც არ და ვერ იქნებოდა იმ სტანდარტებისთვის საკმარისი, რომელიც თავად ალფისთვის დაეწესებინათ.

YOU ARE READING
𝑝𝑜𝑖𝑠𝑜𝑛𝑒𝑑 - 𝐾.𝑇𝐻☆𝐽.𝐽𝐾
Фанфикპირველად საწამლავს გემო რომ გაუგო, მას მერე დამოკიდებულება იგრძნო მასზე, მის სიახლოვეზე, მის სიყვარულზე, მის სიცოცხლეზე, მის გარეშე არსებობა კი წარმოუდგენელი გახდა. თეგუკი. ომეგავერსი. BY》ꎇꍏꀤꋪꌩ ꁅꀤꋪ꒒ 🧚♀️ 21.02.2023./19.06.2023.