6.

352 38 108
                                    

დილიდან უამრავი საქმე ჰქონდა, კომპანიაში ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და სარფიანი გარიგება შედგა ჩინეთის ავიაკომპანიასთან და შემდეგ საქმიან შეხვედრას დაესწრო უფროსი ალფის ძველ მეგობრებთან ერთად. მთელი ვახშამი ჯე-ჰას ცინიზმით სავსე მზერის ქვეშ მოუწია ყოფნა და იქიდან ნაადრევად წამოსულმა ჰოსოკს თეჰიონის გაფრთხილება დაავალა, რომ ამ ღამის ისევ მასთან ერთად გატარება მოუწრვდა. მისთვის საჭირო დროს მძღოლიც გააგზავნა და ისღა რჩებოდა, ცოტა მოეცადა. უსიამოვნო ტკივილს გრძნობდა მუცელში, თუმცა ამისთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევია, უჭმელობას დააბრალა და ნაცვლად, რომ წამალი მიეღო, ან უკეთესი, რამე მსუბუქი ეჭამა, ნომერში მისვლისთანავე სასმელს დაეწაფა. შემდეგ თეჰიონიც მოვიდა. უფრო მეტად მძაფრი მოეჩვენა ამ ღამით კიმის ფერომონები. საკუთარ სხეულში მომენტალურ ცვლილებას ვერ აკავშირებდა ვერაფერთან, სმასმელი კი უფრო მეტად უდუნებდა ისედაც მოთენთილ ორგანიზმს და ამას ბეტას მწველი, თამამი მზერაც ემატებოდა ბონუსად. უცნაური იყო კიმისგან მსგავსი სითამამე, მაგრამ ეს სიამოვნებდა ჯონგუკს. ცივმა წყალმა ოდნავადაც ვერ უშველა და ზუსტად სარკის წინ შიშველ სხეულს თვალი რომ მოავლო, მაშინღა გაიაზრა, რას ნიშნავდა მისი ასე უეცრად არეული ჰორმონები. რა თქმა უნდა, მოულოდნელი იყო ალფისთვის უდროოდ თავს დატეხილი ცხელება. ეს მის გეგმებში ნამდვილად არ შედიოდა, ვერც კი იფიქრებდა ამას.

იმ წამს, ბეტას დედიშობილა სხეულს რომ მოავლო თვალი, სიამოვნებისგან კიდევ ერთხელ აღმოხდა ვნებიანი ოხვრა. სულ ერთი იყო, რომელ ფენას მიეკუთვნებოდა თეჰიონი ან რას წარმოადგენდა ის, სწორი იყო თუ არა ეს ყველაფერი, ახლა ჯონგუკს ერთადერთი რამ, რაც უნდოდა, ბეტას მზის ნაკოცნ კანზე თითების ასრიალება და მისგან წამოსული უცხო სურნელით საკუთარი ფილტვების ამოვსება იყო. ზედმეტი ფიქრისთვის არ სცხელოდა, თუმცა ცხელებისგან ახურებულ სხეულს რაღაც სჭირდებოდა სასწრაფოდ. უზარმაზარ გამჭირვალე ფანჯარასთან მიმწყვდეულ ბეტასთან უკანასკნელი დისტანცია გააქრო და ერთიანად აეკრა თეჰიონს.

𝑝𝑜𝑖𝑠𝑜𝑛𝑒𝑑 - 𝐾.𝑇𝐻☆𝐽.𝐽𝐾Where stories live. Discover now