თეჰიონმა თავიდანვე იცოდა, რომ იუჯინს მასთან შანსი არ ჰქონდა. ეს თავად ალფამაც იცოდა, თუმცა ახალგაზრდა ჯიუტად არ ანებებდა თავს ბეტასთან ცდებს. თავიდან ამაში კიმი პრობლემას ვერ ხედავდა, არც კი ფიქრობდა ზედმეტად ამ ყველაფერზე, თუმცა ერთი რამ დაზუსტებით ესმოდა მას, თუკი იუჯინს მართლა ჰქონდა მისდამი გრძნობები, თავად საპასუხოდ არაფრის გაკეთება შეეძლო. ამ რთულ მომენტში, როცა თავს ყველაზე მარტოსულად გრძნობდა, გააცნოებიერა, რომ წყალში მოტივტივე, დახრჩობის პირას მყოფი მწერი იყო, იუჯინი კი ბედად ხიდან მოწყვეტილი ფოთოლი გახლდათ, რომელზე აცოცებაც გადარჩენის ტოლფასი იქნებოდა ბეტასთვის. თუკი ამ ალფას ჰქონდა სურვილი, თეჰიონის გვერდით ყოფილიყო, კიმი მისი დახმარებით გაცილებით მარტივად შეძლებდა ჯონგუკის დავიწყებას, აი, ზუსტად ასე აღიქვამდა გუბურაში დახრჩობის პირას მყოფი თეჰიონი, იუჯინის როლს.
ყოველი დღე ერთამენთს დაემსგავსა ბეტას ცხოვრებაში, ახალი არაფერი ხდებოდა და ის რაც უკვე ჩვეული ციკლის ნაწილი გამხდარიყო, თეჰიონს მესაკუთრე კლანჭებით ეჭიდებოდა. ყოველჯერზე იუჯინთან ურთიერთობაში ბეტა მხოლოდ სარგებელს ხედავდა და სხვა ვერაფერს, ეს თავად ალფამაც კარგად იცოდა, ესე იგი, კიმი არაფერს აშავებდა, ხომ? ბოლო დროს განსაკუთრებით ბევრად დაუმძიმდა გონება ამ აზრებით კიმს. წამიერად თავი ყველაზე საშინელი ადამიანი ეგონა, რადგან ის, რის გამოც იუჯინთან იყო, ადამიანის გრძნობების გამოყენებას ნიშნავდა და უმცრსი ვეღარ ხედავდა ვერაფერში თავის გასამართლების მიზეზს. არასწორი მეთოდებს მისდევდა, ესე იგი, არასწორი იყო იუჯინთან ამ სახის ურთიერთობა.
იმ საღამოს იუჯინთან საკმაოდ სასიამოვნო დრო გაატარა. უბრალო ვახშამი ძალიან ჰგავდა პაემანს წყვილს შორის, მშვიდი გარემოთი, გემრიელი კერძებითა და მსუბუქი, გრილ ნიავთან ერთად მოლივლივე ჰანგებით დამშვენებული. ჩვეულებრივ ამ ალფის გვერდით ყოველი მომენტი თავისებურად კარგი იყო და ბეტა თვალს ვერ დახუჭავდა იმ ფაქტზე, თუ რამდენად ცდილობდა იუჯინი მასთან ურთიერთობის გაღრმავებას. წამით ისიც კი გაიფიქრა, რომ არა ჯონგუკის არსებობა, რომ არა მისი ნიშანი საკუთრა კისერზე, ეგებ ამ ალფასთან ყველაფერი გამოსვლოდა კიდეც. რომ ფიქრობდა, ხვდებოდა, რამხელა სხვაობა იყო ჯონგუკსა და იუჯინს შორის და ეს უკანასკნელი ბევრად წინ შეიძლება დამდგარიყო ყველა თავისი ნიშნით ჯეონზე, თუმცა ჯონგუკს ის ჰქონდა, რაც ვერასდროს ექნებოდა იუჯინს, თეჰიონის გული, მისი მთელი არსება. აი, სად იყო მთავარი და გადამწყვეტი განსხვავება ამ ორ ალფას შორის.

YOU ARE READING
𝑝𝑜𝑖𝑠𝑜𝑛𝑒𝑑 - 𝐾.𝑇𝐻☆𝐽.𝐽𝐾
Fanficპირველად საწამლავს გემო რომ გაუგო, მას მერე დამოკიდებულება იგრძნო მასზე, მის სიახლოვეზე, მის სიყვარულზე, მის სიცოცხლეზე, მის გარეშე არსებობა კი წარმოუდგენელი გახდა. თეგუკი. ომეგავერსი. BY》ꎇꍏꀤꋪꌩ ꁅꀤꋪ꒒ 🧚♀️ 21.02.2023./19.06.2023.