26.

252 35 144
                                    

არასდროს ჰქონია გამორჩეულობის ამბიცია, არასდროს უოცნებია სიმდიდრეზე, სახელზე, ნათელ ცხოვრებაზე, რადგან ეს საჭიროც არ გამხდარა მისთვის. ისე ხდებოდა ყოველთვის ყველაფერი, თითქოს თავიდანვე დაწერილი იყო ქათქათა ფურცელზე ოქროს ასოებით მისი ბედი, მისი მომავალი და მის აზრს საერთოდ არავინ კითხულობდა. თავიდანვე გადაუწყვიტეს, ჯეონების ერთადერთი ვაჟი მათი მემკვიდრე და მათი გვარის გამგრძელებელი იქნებოდა, ამ დოგმას კი ვერ გადასცდებოდა. ალბათ, ერთხელ მაინც რომ დაფიქრებულიყო, რა მოსწონდა თავად მას, რა იყო მისთვის პრიორიტეტი და რა იტაცებდა, ეგებ დღეს ამ ტყავის სავარძელში მჯდომი, ამხელა კომპანიის სეოც არ ყოფილიყო და ამ შემთხვევაში ცხოვრება ბევრად მარტივი იქნებოდა.

რატომ უნდა ჰქონოდა დაწყებითი კლასის მოსწავლეს კომპანიის მართვისადმი ინტერესი, თუ შეეძლო, რომ ნორმალური ბავშვივით ევლო სხვადასხვა დამატებით წრეზე?! იქნებ ჯონგუკს შეეძლო კალმის აღება და რაღაც მისეულის დაწერა?! იქნებ შეეძლო ხატვა, სიმღერა, თუნდაც ცეკვა და არა მხოლოდ ამ ქვის კედლებს შორის პიჯაკით ჯდომა და ამხელა კომპანიის მართვა?! მისთვის არჩევნის საშუალება არავის მიუცია, თუმცა, სამწუხაროდ, პროტესტის გრძნობაც არ გასჩენია, ალბათ, იმიტომ, რომ თავიდანვე იმ გზაზე დააყენეს, რომელიც უთუოდ სწორად სვლით და ყოველგვარი დაცემის გარეშე უნდა გაევლო. ბევრს ეგონა, რადგანაც სახელოვან, გავლენიან ოჯახში იზრდებოდა, ყველაფერი ჰქონდა ბედნიერებისთვის, თუმცა ასე როდი იყო. ჯონგუკის ბავშვობა არ ყოფილა ისეთი ფერადი, როგორიც უნდა ყოფილიყო. არ მიუღია მშობლებისგან სითბო, ხანდახან ეჩვენებოდა, მათთან არაფერი ჰქონდა საერთო, ხშირად საერთოდ ვერც ხედავდა მათ, იშვიათად კი ჰქონდა ბედნიერება, მათთან ერთად ევახშმა, თუმცა საკმარისი ნამდვილად არ იყო ეს მცირედი პატარა გუკისთვის. სკოლის პერიოდი ბევრად უსიცოცხლო იყო, ვიდრე სტუდენტობა, რადგან გაზრდასთან ერთად, უფრო მეტად მიეჩვია არსებულ რეალობას და მის ნაწილად ქცეულ ალფას უნივერსიტეტში საკუთარი თავის დამკვიდრება იმ ხერხებით, რაც თავიდანვე ასწავლეს, არ გასჭირვებია. მაგრამ, როგორც უამრავი რამ მათ ცხოვრებაში, ეს ადგილიც ისეთივე ყალბი იყო, როგორც დღეს მისი მოჩვენებითი იდეალური ოჯახი ხალხის წინ.

𝑝𝑜𝑖𝑠𝑜𝑛𝑒𝑑 - 𝐾.𝑇𝐻☆𝐽.𝐽𝐾Where stories live. Discover now