12.

254 37 82
                                    

იმედგაცრუებას ვერ უწოდებდა თეჰიონი იმ განცდას, რომელიც თავს მოხვეოდა, რადგან ჯონგუკის მსგავსი ადამიანისგან არ უნდა ჰქონოდა არაფრის მოლოდინი, ვერც ვერაფრით დაავალდებულებდა მამაკაცს. ეს ხომ კარგად იცოდა? აბა, ახლა ამდენად უცნაურად რატომ აღიქვამდა საკუთარ მდგომარეობას, საკუთარ ფიქრებს ალფაზე და მის ოჯახზე? ბეტას სინდისი თითქმის არ ქენჯნიდა იმის გამო, რომ მთელი ეს დროს ცოლ-შვილიან კაცთან ჰქონდა ურთიერთობა, თუმცა ჯონგუკთან ამ ყველაფრის გაგრძელების სურვილი ნამდვილად იწვევდა თეჰიონში უსიამოვნო განცდებს საკუთარი თავის მიმართ. ნამჯუნის თვალში, ალბათ, კიმი ახლა საწყალ, ფულზე დახამებულ ძუკნას ჰგავდა, რომელიც არაფერს მოერიდებოდა ქაღალდის კუპიურისთვის. ბეტა ბევრ ცუდ რაღაცას აკეთებდა, მაგრამ ისეთ ალფასთან ურთიერთობაში ყოფნა, რომელსაც მეწყვილეც ჰყავდა და შვილიც, უკვე ყოველგვარ ზღვარს სცდებოდა, თუმცა ამაზე მეტად კიმი იმ ფაქტმა შეაშინა, რა იქნებოდა, თუ ჯონგუკი გაქრებოდა მისი ცხოვრებიდან? ეს ფიქრი საკმარისი გახდა იმისთვის, რომ ბეტას ნამუსის უკანასკნელი ძარღვი გასწყვეტოდა და უკანა პლანზე გადაეწია საკუთარი სინდისის სიმართლე. თეჰიონი ხომ არ იყო ასეთი ადამიანი? თუ იყო?

: საერთოდ ოდესმე აპირებდი იმის თქმას, რომ ცოლ-შვილი გყავს, ბატონო ჯონგუკ?

დიდხანს იკავებდა თავს ალფასთან მიწერისგან, თუმცა უკანასკნელ წუთს წამოშლილი ფიქრები და გულის სიღრმეში ჯონგუკის მიმართ გაჩენილი ბრაზი ბოლო წვეთი აღმოჩნდა. თავს მოტყუებულად გრძნობდა, მაგრამ ჯონგუკს ვერ დაადანაშაულებდა. ძალიან უნდოდა ამ სიტუაციაში მყოფს პასუხი მოეთხოვა ალფისთვის, მაგრამ ამის უფლება არ ჰქონდა, ჯონგუკისგან ვერ მოითხოვდა ვერაფერს, ასე ხომ თავიდანვე შეთანხმდნენ, არა?

თითქმის უკვე შუაღამე იყო და ჯერ ახალი დაწყებული ჰქონდა ცვლა ბეტას, წინ კი მთელი ღამე ჰქონდა და თუ გონებას საქმით არ დათრგუნავდა, მაშინ ერთიანად წამოშლილი ფიქრები ზედ გადაუვლიდნენ. ალფისგან პასუხი არ იყო მის კითხვაზე და საერთოდ ახლა, როცა შედარებით დამჯდარი გონებით დაფიქრდა თეჰიონი, უფრო კარგად გაიაზრა, რომ უფროსისგან პასუხს ვერ მიიღებდა, ალფას თავის გამართლებაც არ სჭირდებოდა, რადგან ამის აუცილებლობას მათ შორის არსებული ურთიერთობა არ იძლეოდა, ამიტომ კიმს იმედი არ უნდა ჰქონოდა იმის, რომ ტელეფონი ჯონგუკისგან მოსული საპასუხო შეტყობინებით განათდებოდა.

𝑝𝑜𝑖𝑠𝑜𝑛𝑒𝑑 - 𝐾.𝑇𝐻☆𝐽.𝐽𝐾Where stories live. Discover now