თეჰიონის დედას კარგი ცხოვრება ჰქონდა იმ დრომდე, სანამ ალფას შეხვდებოდა. ტრადიციული ოჯახის ახალგაზრდა შვილს თავ-გზა აუბნია სიმპატიურმა მამაკაცმა და ქალს ისე ძლიერ შეუყვარდა ის, საკუთარი მშობლებისთვის ყური აღარ დაუგდია. თეჰიონის მამა წარმოსაჩენი ალფა არ იყო, არც სახელი და გვარი ჰქონდა საამაყო, ვერც აღზრდით, მანერებით დაიკვეხნიდა კაცი და შესაბამისად, ომეგის მშობლებს კარგად არ მიუღიათ ერთადერთი ქალიშვილის გვერდით მსგავსი მამაკაცის არსებობა. ეს ორი სრულიად სხვადასხვა სამყაროს ეკუთვნოდა და ომეგამ ზუსტად იცოდა, მშობლები არასდროს დათანხმდებოდნენ მათ ურთიერთობას. თუკი თავიდან სიყვარულისგან არეულ ომეგას ყველაფერი ლამაზად ეჩვენებოდა, ვერაფერს ხედავდა საგანგაშოს, სახლიდან გაქცევის, მშობლებთან ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ, მაშინ, როცა ქალმა სიღარიბის სურნელი შეიგრძნო იქ, სადაც ჰყავდა საყვარელი მეუღლე, თუმცა უფულო, თითქოს რაღაც გადატრიალება მოხდა მის გონებაში. სიყვარული ალფის მიმართ არ გამქრალა არასდროს, არცერთ წუთს, მაგრამ იმ პატარა სახლის კედლებმა ყველა მხრიდან მოუჭირეს ომეგას და შეგრძნება, რომ ამ ყველაფერს უბრალოდ ვეღარ უძლებდა, დღითიდღე მატულობდა. ფუფუნებას დაჩვეულს არაფერი გაეგებოდა ამ ღარიბული ცხოვრების, ვერ ხვდებოდა, როგორ უნდა ესუნთქა სწორად, ფილტვებზე სიმძიმე რომ არ ეგრძნო. დაქორწინებიდან ძალიან მალე დაორსულდა თეჰიონზე და ამ ფაქტმა თითქოს მხოლოდ დროებით კიდევ ერთხელ მოარგო თვალებზე ვარდისფერი სათვალე ახალგაზრდა, გამოუცდელ ომეგას. ფიქრობდა, რომ ეს ბავშვი ყველაფერს შეცვლიდა მათ ცხოვრებაში, თუმცა ასე არ მომხდარა. პატარა ბეტას გაჩენას თანვე მოჰყვა პრობლემები. ერთ საღამოს ქმარი სახლში რომ მოვიდა, ომეგამ მაშინვე იგრძნო რაღაც ცუდი, რაღაც ისეთი, რისიც ყოველთვის ეშინოდა. ქმარი მოვიდა იმ ღამით გაღიზიანებული, მთვრალი, მაგის მერე ნელ-ნელა დაიწყო სახლიდან ნივთების გაქრობა. აზარტულ თამაშებს დაჩვეულ ალფას სულ არ ადარდებდა ფაქტი, რომ ჯერ სამსახური დაკარგა, შემდეგ კი საკუთარ ორსული ომეგა უსახლკაროდ დატოვა. ქალს მშობლებთან გაწყვეტილი ურთიერთობა სანანებელი გაუხდა. თავს იწყევლიდა, რომ სიყვარულმა იმდენად დააბრმავა, ალფის ცუდი მხარე ვეღარ დაინახა. სახლის დაკარგვის შემდეგ ქმარმა აიძულა მშობლებთან დახმარების სათხოვნელად მისვლა, თუმცა მათგან საპასუხოდ ვონიც რომ ვერ მიიღო, ალფამ ისე დასტაცა ჩანთას ხელი და ისე დატოვა ომეგა პატარა თეჰიონთან ერთად სრულიად მარტო, უყველაფროდ ერთ ოთახიან ნაქირავებში, უკან წუთითაც არ მოუხედავს. ბევრი ემუდარა იმ დღეს ალფას, ბევრიც იტირა, მაგრამ კაცს არაფრად ჩაუგდია მეუღლის ცხელი ცრემლები.
YOU ARE READING
𝑝𝑜𝑖𝑠𝑜𝑛𝑒𝑑 - 𝐾.𝑇𝐻☆𝐽.𝐽𝐾
Fanfictionპირველად საწამლავს გემო რომ გაუგო, მას მერე დამოკიდებულება იგრძნო მასზე, მის სიახლოვეზე, მის სიყვარულზე, მის სიცოცხლეზე, მის გარეშე არსებობა კი წარმოუდგენელი გახდა. თეგუკი. ომეგავერსი. BY》ꎇꍏꀤꋪꌩ ꁅꀤꋪ꒒ 🧚♀️ 21.02.2023./19.06.2023.