ჯონგუკი ხშირად ავლებდა ხაზს საკუთარ თავსა და მამამის შორის. რამდენადაც უფროსი ალფის ქცევები იყო გამაღიზიანებელი ბიჭისთვის, იმდენად ყოველ ჯერზე სულ უფრო მეტად ამჟღავნებდა გენებს და ფაქტი, რომ საკუთარ ან ვიღაც სხვის თვალში მამის ასლი იყო, ყველაფერზე მეტად სძულდა. სიმდიდრეში იზრდებოდა, ყველაფერი თავზე საყრელად ჰქონდა და ჰყავდა მამა, რომელსაც საკუთარი სახელი, საქმე, სიმდიდრე, გავლენა ოჯახზე მეტად უყვარდა. ეს ბევრს აფუჭებდა, იმაზე ბევრს, ვიდრე თავად ჯე-ჰას ოდესმე შეიძლება წარმოედგინა. ალბათ, არც კი ფიქრობდა, როგორ შეძლებდა კომპანიიდან დაბრუნებულს, მძიმე დღის შემდეგ ერთადერთ ვაჟთან ეთამაშა, მოესმიმა თინეიჯერი შვილის პრობლემებისთვის, ყოფილიყო მამა და არა ჯეონ ჯე-ჰა, გავლენიანი ბიზნესმენი. ჯონგუკს მამის ყოლა არასდროს უგვრძნია, თითქოს ის არც არსებობდა. გადიოდა დრო და უფრო ადეკვატური გონებით ხედავდა, როგორი დიდი კლდე იყო აღმართული მასსა და მამამისს შორის. ადრე, ალბათ, უფრო ბავშვობაში, სურვილიც კი ექნებოდა, კაცთან მეტად ახლო ურთიერთობის არსებობის, ვიდრე ჰქონდა, მაგრამ ახლანდელი რეალობის გათვალისწინებით ყველაზე მეტად რაც სურდა, ეს უფროსი ალფისგან რაც შეიძლბეა შორს ყოფნა იყო და ამ ზიზღის ფონზე, ვერც კი იაზრებდა, როგორ ხდებოდა ზუსტად ისეთი მამა, მეუღლე, წარმატებული ადამიანი, როგორიც უფროსი იყო.
ჯეონ გრუპის ერთადერთი მემკვიდრე იყო და მოთხოვნაც მეტი ჰქონდა ყველას მასთან. მომავლისთვის კომპანიის სამართავად მისი მზადება ადრეული ასაკიდანვე დაიწყეს და ამით ჯონგუკმა ის პერიოდი დაკარგა, რომელიც ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე ლაღი ფერებით გამოირჩევა ხშირ შემთხვევაში. ერთი საერთო თეჰიონსა და ჯონგუკს შორის ბავშვობის არქონა იყო, მაგრამ მათი სიტუაციები სხვა ყველაფრით მაინც განსხვავდებოდა. თუ ერთ შემთხვევაში, მამის არ ყოლა გახდა ყველაზე დიდი პრობლემა ცხოვრებაში, მეორესთვის ეს პირიქით იყო, ჰყავდა, მაგრამ ნეტავ არ ჰყოლოდა ჯე-ჰას მსგავსი მშობელი.

YOU ARE READING
𝑝𝑜𝑖𝑠𝑜𝑛𝑒𝑑 - 𝐾.𝑇𝐻☆𝐽.𝐽𝐾
Fanficპირველად საწამლავს გემო რომ გაუგო, მას მერე დამოკიდებულება იგრძნო მასზე, მის სიახლოვეზე, მის სიყვარულზე, მის სიცოცხლეზე, მის გარეშე არსებობა კი წარმოუდგენელი გახდა. თეგუკი. ომეგავერსი. BY》ꎇꍏꀤꋪꌩ ꁅꀤꋪ꒒ 🧚♀️ 21.02.2023./19.06.2023.