თეჰიონს საერთოდ არ ახსოვს, როგორი იყო მამამისი. თავიდან სურვილი ჰქონდა მისი ნახვის, შემდეგ უბრალოდ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ყველაფერი უბედურება ალფის წასვლის შემდეგ დაიწყო მის ცხოვრებაში. ტიპური შემთხვევა იყო. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულმა ოჯახის თავმა ნელ-ნელა გამოაცალა სახლს ძლიერი საძირკველი. თითქმის ყველაფერი დაკარგეს იმ პერიოდში, თეჰიონი სულ რამდენიმე თვის რომ იყო და ოჯახს სწორედ მაგ მომენტში სჭირდებოდა ბავშვის გასაზრდელად მყარი, მუდმივი ფინანსები. თეჰიონს მართალია, მამა არ ახსოვს, რისი მადლობელიცაა, მაგრამ კარგად ახსოვს, როგორ გაულოთდა დედა. ომეგა ალფის გარეშე უსაძირკვლოდ დარჩენილ სახლს დაემსგავსა. გავიდა ერთი წელი, შემდეგ ორი, სამი და ბოლოს მარტოობით დაღლილმა სიმშვიდე ალკოჰოლური თრობით მოიპოვა. იმ დროს თეჰიონი ოთხი წლის იქნებოდა, თუმცა მაინც კარგად ახსოვს, სულ უფრო და უფრო როგორ ცივდებოდა დედის თბილი მზერა, მისი შეხებები ნაკლები ხდებოდა და რომ არა მეზობლის ქალი, პატარა ბეტა მთელ დღეს, ალბათ, სულ მარტო გაატარებდა. სასმლის დოზები დღეების გასვლასთან ერთად გაიზარდა. დოზის აღქმა დაკარგა ქალმა, თუმცა სასმლის თრობით გუნება-განწყობილება ნამდვილად გამოიკეთა, დაძაბულობაც მოიხსნა, ამ ტანჯულ რეალობასაც მოშორდა, თუმცა მხოლოდ დროებით.
დრო გადიოდა, თეჰიონმა ჯერ მამა დაკარგა, შემდეგ ის უკანასკნელი ადამიანი, რომელიც გააჩნდა ამ სამყაროში. დაკარგა სულიერად და ხან იყო მომენტი, როცა ფიქრობდა, რომ ასეთი დედის ყოლას არყოლა ჯობდა. ამ შემთხვევაში საკუთარი თვალით მაინც ვერ დაინახავდა, როგორ იქცა ნელ-ნელა ქალი ჩამოყალიბებულ ალკოჰოლიკად. დაავადებულს ყველანაირი პასუხისმგებლობა დაეკარგა შვილის მიმართ, გაცივდა იმდენად, რომ ჯერ კიდევ პატარა თეჰიონის დანახვა გაღიზიანებას იწვევდა მასში. ხედავდა შვილს, იყურებოდა წარსულში, უქმროდ, უმეწყვილოდ, უყველაფროდ დარჩენილს სული ეხუთებოდა და შემდეგ ალკოჰოლი იყო ერთადერთი ხსნის საშუალება. მთელი ხელფასი, რასაც აქა-იქ დალაგებაში იღებდა, მხოლოდ სასმელში ფლანგავდა.
![](https://img.wattpad.com/cover/331089604-288-k975391.jpg)
YOU ARE READING
𝑝𝑜𝑖𝑠𝑜𝑛𝑒𝑑 - 𝐾.𝑇𝐻☆𝐽.𝐽𝐾
Fanfictionპირველად საწამლავს გემო რომ გაუგო, მას მერე დამოკიდებულება იგრძნო მასზე, მის სიახლოვეზე, მის სიყვარულზე, მის სიცოცხლეზე, მის გარეშე არსებობა კი წარმოუდგენელი გახდა. თეგუკი. ომეგავერსი. BY》ꎇꍏꀤꋪꌩ ꁅꀤꋪ꒒ 🧚♀️ 21.02.2023./19.06.2023.