წინასწარ ბოდიშს გიხდით იმის გამო, რომ დაურედაქტირებელი თავის წაკითხვა მოგიწევთ. ბევრი იქნება სწრაფად წერისას გაპარული გრამატიკული თუ სინტაქსური შეცდომა, უფრო მეტი იქნება არასწორად აკრეფილი სიტყვები, ამიტომ ბოდიში კიდევ ერთხელ. რედაქტირებისთვის ახლა ძალიან მისკდება თავი, ხოდა მერე ვიზამ რა.🥹
!!!!!!!!!მხოლოდ იმის ცოდნა, რომ ჯონგუკი ფარავდა დედის მკურნალობის ხარჯებს, საკმარისი არ იყო თეჰიონოსთვის. ყოველ წუთს, ყოველ მომენტში მაინც იჩენდა თავს ეჭვები იმის შესახებ, რომ ერთხელ უკვე სცადეს ქალის გამოჯანმრთელება, მაგრამ ბოლომდე არ გამოუვიდათ. მაშ ახლა რა იქნებოდა? შეძლებდა თეჰიონი დედის დაბრუნებას? იქნებ ისევ ტყუილად ირჯებოდნენ? იქნებ ისევ არაფერი გამოსწორებულიყო? ამ და კიდევ მრავალი "იქნებ"-ით გონება ჰქონდა თეჰიონს გადაღლილი. კითხვები ჩნდებოდა ზურმუხტისფერთმიანის თავში და პასუხის გამცემი არავინ იყო. თავისუფლად ვერც კი შეძლო მხოლოდ იმით გახარება, რომ ალკოჰოლიკი დედის გამოჯანმრთელებისთვის საჭირო ყველა პროცედურას მალე დაიწყებდნენ.
ჯონგუკმა სიტყვა შეასრულა. თეჰიონი პირადად ეახლა რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ საუკეთესო და გამოცდილ ექიმს, საკმაოდ ამომწურავად გააცნო მკურნალობის ყველა ეტაპი მოხუცმა კაცმა და ახლა ისღა რჩებოდა, თავად ომეგა დაეთანხმებინა შვილს ამ გზის ხელმეორედ გასავლელად. არ იყო მარტივი, ალბათ, ეს ეტაპი ყველაზე რთულიც იქნებოდა და თეჰიონი ამის გამო უფრო მეტად დარდობდა. დარწმუნებული ვერ იქნებოდა, დალაპარაკებით დაითანხმებდა თუ არა ქალს სტაციონარში მკურნალობის სრული კურსის გავლაზე. და თუ მიიღებდა დედისგან თანხმობას, ეს მაინც არ ნიშნავდა იმას, რომ მკურნალობა შედეგს გამოიღებდა. ეს გზა უკვე გამოვლილი ჰქონდათ და თეჰიონში ერთხელ მოულოდნელად გაჩენილი იმედი ასეთივე უეცრად ჩაქრა დედის გამოკეთების უშედეგო ცდის შემდეგ. ეს არ ყოფილა არც ექიმების არაპროფესიონალიზმის და არც მედიკამენტების ბრალი, პირიქით, ყველაზე გადამწყვეტ მომენტში, მაშინ, როცა ყველაფერი მხოლოდ ომეგის მონდოებაზეღა იყო დარჩენილი, ქალს ნებისყოფა არ ეყო, დაწყებული ბოლომდე მიეყვანა და სამუდამოდ ეთქვა უარი ალკოჰოლზე. რა იქნებოდა, ერთხელ მაინც რომ ეფიქრა ამ ქალს ისე, როგორც იფიქრებდა დედა? იქნებ თეჰიონს მაშინ მაინც გამართლებოდა, მაშინ მაინც ეგრძნო ბიჭს მშობლის მხრიდან გამოჩენილი დედობრივი მზრუნველობა. იქნებ შვილის გამო მაინც მოენდომებინა, ამჯერად მაინც.
![](https://img.wattpad.com/cover/331089604-288-k975391.jpg)
YOU ARE READING
𝑝𝑜𝑖𝑠𝑜𝑛𝑒𝑑 - 𝐾.𝑇𝐻☆𝐽.𝐽𝐾
Fanfictionპირველად საწამლავს გემო რომ გაუგო, მას მერე დამოკიდებულება იგრძნო მასზე, მის სიახლოვეზე, მის სიყვარულზე, მის სიცოცხლეზე, მის გარეშე არსებობა კი წარმოუდგენელი გახდა. თეგუკი. ომეგავერსი. BY》ꎇꍏꀤꋪꌩ ꁅꀤꋪ꒒ 🧚♀️ 21.02.2023./19.06.2023.