ჩინეთში საქმიანი ვიზიტის ბოლო დღე იმაზე მეტად იწელებოდა, ვიდრე წინა ორი და მაინც, ეს პერიოდი უცნაურად უსიამოვნო იყო ალფისთვის. სხვა შემთხვევაში, როცა კი საქმიანი ვიზიტით უწევდა რაღაც დროით საზღვარგარეთ გასვლა, ამდენად მოსაბეზრებელი არასდროს ყოფილა. ერთი სული ჰქონდა, როდის დასრულდებოდა ეს დღეც და როდის გამოფრინდებოდა კორეაში.
ბოლოს თეჰიონს რომ ელაპარაკა, ეს ჯერ კიდევ ჩინეთში წამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე იყო და საბოლოო ჯამში, ბეტას გარეშე განვლილი პერიოდი თითქმის ორ კვირას ითვლიდა. თუკი თავიდან მათი შეხვედრების სიხშირე მცირე იყო, მოგვიანებით თითქმის ყოველ საღამოს თუ არა, დღეგამოშვებით მაინც ხედავდა თეჰიონს. კიმის სხეულზე, მის სურნელზე, მის სიახლოვეზე, მასთან ლაპარაკზეც კი იმდენად დამოკიდებული გახდა, დღის განმავლობაში საქმეს მხოლოდ იმის ხალისითღა აკეთებდა, რომ საღამოს იცოდა, ბეტას ნახავდა. უმცროსამდე არ ყოფილა ჯონგუკი ასეთი, მისი საქმისადმი დამოკიდებულება მოვალეობის მოხდის მიზნით აქამდე არასდროს ყოფილა. ახლა კი, როცა თეჰიონის ამხელა ნაკლებობა უსიამოვნოდ უღრღნიდა გულს, ბიჭის ნახვის სურვილი უფრო იზრდებოდა. ჩინეთში წამოსვლამდე მისგან არ უგვრძვნია შეხვედრის სურვილი, ორჯერ სცადა თავად დაკავშირება, თუმცა უარი რომ მიიღო, მეტად აღარ შეუწუხებია უმცროსი. საგრძნობი იყო თეჰიონისგან დაჭერილი დისტანცია, ყველა მის ქმედებასა თუ სიტყვაში იგრძნობოდა და ჯონგუკი სულელი არ გახლდათ, ეს ვერ დაენახა, თუმცა მიზეზი ნამდვილად არ იცოდა მან. როგორი დამაჯერებელიც არ უნდა ყოფილიყო ალფის თავს წამოშლილი აზრები თეჰიონთან გავლებულ საზღვართან დაკავშირებით, რომ ბეტასთან მხოლოდ სექსუალური ურთიერთობა აკავშირებდა, ყველა სხვა გრძნობას კი არაფერი ესაქმებოდა ამ ორთან, ეს მხოლოდ შავი სურვილი იყო, დანარჩენი ყველაფერი, დაწყებული კიმისგან წამოსული ინტერესით სავსე მზერით, დამთავრებული ჯონგუკის ფიქრებით, მხოლოდ ერთზე მეტყველებდა და ამას ასე მარტივად ზურგს ვერცერთი აქცევდ. არ იყო კარგი, არ მოსწონდა საკუთარ თავში ამხელა ცვლილებები, არ მოსწონდა ყველა ის განცდა თუ გრძნობა, რომელიც კიმის მიმართ ტივტივებდა გონებაში. სულ თავიდან დრმად ჩალექილი პირველი ფიქრი რომ ამოტივტივდა ფსკერიდან წყლის ზედაპირზე, ჯონგუკმა იმ წამიდანვე აუკრძალა საკუთარ თავს ამ ყველაფერზე ფიქრი. ეს სტრატეგია იყო, ასე მალე გადაუვლიდა თეჰიონის ეფექტი და შემდეგ ჩვეულებრივ კალაპოტს დაუბრუნდებოდა ალფა. ეს იყო ერთადერთი შესაძლო, აუცილებელი ვარიანტი და სხვა არ განიხილებოდა ჯონგუკისათვის.
![](https://img.wattpad.com/cover/331089604-288-k975391.jpg)
YOU ARE READING
𝑝𝑜𝑖𝑠𝑜𝑛𝑒𝑑 - 𝐾.𝑇𝐻☆𝐽.𝐽𝐾
Fanfictionპირველად საწამლავს გემო რომ გაუგო, მას მერე დამოკიდებულება იგრძნო მასზე, მის სიახლოვეზე, მის სიყვარულზე, მის სიცოცხლეზე, მის გარეშე არსებობა კი წარმოუდგენელი გახდა. თეგუკი. ომეგავერსი. BY》ꎇꍏꀤꋪꌩ ꁅꀤꋪ꒒ 🧚♀️ 21.02.2023./19.06.2023.