ღია ფანჯრიდან გამთენიას ქალაქის ხმაური შეიჭრა თუ არა აპარტამენტის განათებულ კედლებში და შიგნით ფესვებგამდგარი წყვილის მშვიდ ფშვინვას ისე არანორმალურად შეერწყა, თითქოს არსებულ სიმშვიდეს სულაც არ არღვევდა წუთების წინ გაღვიძებული ცხოვრების ფუსფუსი. ნელ-ნელა სულ უფრო იმატა ნათელმა, თბილმა სხივებმა გარედან შემოსულ ხმაურთან ერთად და საწოლში მწოლ კიმსაც შეეპარა სიფხიზლე. სხვა დროს, სხვა ადგილას, სხვის მკლავებში ეს შესაძლოა გამაღიზიანებელიც ყოფილიყო, თუმცა ახლა, აქ, ამ აპარტამენტის კედლებში, ამ ალფის მარწუხში ყველაფერს სიმშვიდის სუნი სდიოდა და თეჰიონმა თვალის გახელამდეც ზუსტად იცოდა, ჯონგუკი იყო ის, ვინც კომფორტს ქმნიდა ამ თავისამატკიებელი ხმაურის ფონზეც კი. ქვეცნობიერი გაღვიძებამდე, დაცულობის შეგრძნებით ღრმა ძილში გაპარულ ბეტას შიგნიდან ეჩურჩულებოდა მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილი, ახსენედბდა წუხანდელს დაწვრილებით და ეს იმ სიზმარს ჰგავდა, რომლის საზრისიც რეალობად იყო ქცეული უკვე საათებით ადრე. მერე რა თუ ხმაურმა სიზმრიდან თბილ კადრებს მოსწყვიტა კიმი, თვალგახელილს უკეთესი, რეალური ჯონგუკი დაუხვდა საწოლში, ზმანებიდან გადმოსული, შიშველი ალფა, სხეულზე ვნებისგან დატოვილი კვალითა და აბურდული, მუქი თმით მის გვერდით. ახლადშეხსნილი თვალები ამ სანახაობით ხელმეორედ მიენაბა, ამჯერად სიამოვნებისგან და მხოლოდ წამიერად. უფროსის სექსუალურ სხეულს თითქმის არაფერი ფარავდა და თეჰიონს ახლა კიდევ უფრო მეტად გასჩენოდა ალფის მონატრების განცდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, გეგონება ვერასდროს შეძლებდა ამ მონატრებისგან თავის დაღწევას. სულ ოდნავ წამოსწია თავი მამაკაცის მკერდიდან, ლოყის დებისგან სხეულის ეს ნაწილი ჯონგუკს შესწითლებოდა ზუსტად შეხსნილი, წუხანდელი ვნებიანი კოცნისგან დამსკდარი ბაგეებისფრად. უმცროსმა ცხელი მზერა შავთმიანის სხეულიდან მის სახეზე ააცურა, ინსტიქტურად შეისველა ენისწვერით ტუჩები და თითები, რომლებიც აქამდე უმოძრაოდ მიჰყინვოდა ალფის მუცელს, მოურიდებლად, თუმცა ძალიან ფრთხილად აასრიალა ზედა მიმართულებით, ჯონგუკის მკერდისკენ. შეგრძნებები შიგნიდან უამრავი რამის სურვილს უჩენდა. უნდოდა რამდეიმე სანტიმეტრით დაშორებული უფროსის სახეს საკუთარი ტუჩებით შეხებოდა ყველა შესაძლო ადგილზე, მაგრამ ამ სილამაზისთვის თვალის წამით მოწყვეტის სურვილიც კი არ ჰქონდა, უნდოდა უკეთ შეესწავლა ალფის ნაკვთები, მაგრამ გამოძრავებით მისგან ორიოდე სანტიმეტრით დაშორება ყველაზე ნაკლებ სურდა. ყველაფერი უნდოდა, რაც ამ მამაკაცთან სიახლივესთან იყო კავშირში და ამის ფონზე, სულ აღარ ახსოვდა, რის ფასად დაუჯდა გასულ ღამეს ჯონგუკისკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადმოდგმა, აქ მოსვლა და პირად პრინციპებზე, თავმოყვარეობაზე გადაბიჯება.

YOU ARE READING
𝑝𝑜𝑖𝑠𝑜𝑛𝑒𝑑 - 𝐾.𝑇𝐻☆𝐽.𝐽𝐾
Fanficპირველად საწამლავს გემო რომ გაუგო, მას მერე დამოკიდებულება იგრძნო მასზე, მის სიახლოვეზე, მის სიყვარულზე, მის სიცოცხლეზე, მის გარეშე არსებობა კი წარმოუდგენელი გახდა. თეგუკი. ომეგავერსი. BY》ꎇꍏꀤꋪꌩ ꁅꀤꋪ꒒ 🧚♀️ 21.02.2023./19.06.2023.